Saturday, October 30, 2010

ისრაელი–პალესტინას დაუსრულებელი კონფლიქტი


ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება უკვე წლებია მიმდინარეობს. მათ შორის არსებული კონფლიქტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა, რომლის განხორციელების მთავარი მიზეზი საზღვრების გაფართოებასა და იერუსალიმის მართვას უკავშირდებოდა. კონფლიქტს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაპირისპირების დასაწყისი ისრაელის ჩამოყალიბებდიდან იწყება. თავიდან იყო სხვადასხვა მოსაზრება სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ერთი მხარე ფიქრობდა, რომ ჩამოეყალიბებინათ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მეორე ფიქრობდა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ ცალკ–ცალკე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნილიყო.
2006 წელს, ლიბანში კრახით დასრულებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ოფიციალური იერუსალიმი თვეების მანძილზე ცდილობდა, საფუძველი მოემზადებინა ღაზაზე თავდასხმისთვის.
2008 წელს კი დაპირისპირება მათ შორის განსაკუთრებით დაიძაბა და ისრაელის მიერ წამოწყებული კოფლიქტს სერიოზული სახე მიეცა. ინტერვენცია ტერორისტული აქტებით, შეიარაღებული არმიით და სხვა სახით მიმდინარეობდა. დაპირისპირებას არამარტო მამაკაცები, არამედ უამრავი ქალი და ბავშვი შეეწირა.
2008 წლის იანვარში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, „ცახალმა“ ღაზა სექტორში რამდენიმე ადგილი ააფეთქა. დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი იძულებული გახდა ეგვიპტეში გადასულიყო თავშესაფრისა და საჭმლის მოსაპოვებლად.
ღაზაზე შეტევის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაერო-ში ისრაელის ელჩმა გაბრიელა შალევმა განაცხადა, - იქამდე გავაგრძელებთ შეტევას, სანამ ჰამასი მთლიანად არ განადგურდებაო.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორს ყუმბარები დაუშინა და ცეცხლი წაუკიდა. პალესტინელებმა კი ისრაელის რაკეტები ააფეთქა.
2008 წლის თებერვალში კონფლიქტი ისევ გაღვივდა. სამხედრო ოპერაციები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გრძელდებოდა.
ისრაელს დანარჩენი მსოფლიო იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი ქმედებები სამართლიანი იყო. ამიტომ ის ცდილობდა მოქმედებები არა ოკუპაციად, არამედ დასავლური სამყაროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლად აღქმულიყო.
საინფორმაციო დირექტორატი ცდილობდა, უცხოური მედიის ყურადღება მთლიანად გადაეტანა გასული 8 წლის მანძილზე ღაზადან ისრაელის მიმართულებით ნასროლ 8 500 ჭურვზე და ამის შედეგად დაღუპულ 20 ადამიანზე. ისინი ნაკლებად საუბრობდნენ 1700 პალესტინელზე, რომლებიც ისრაელის სამხედრო შეტევების დროს დაიხოცნენ.
ისრაელი ცდილობდა ღაზას ეკონომიკის განადგურებასაც. იწვევდა საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტს. ღაზას მოსახლეობა მიხვდა, რომ ისრაელი მათ ჰამასისთვის არჩევნებში გამოცხადებული მხარდაჭერის გამო სჯიდა.

ისრაელის მიერ პალესტინაზე განხორციელებულ ჩარევას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები შეეცადნენ ისრაელი–პალესტინას შორის დაძაბულობის განმუხტვას.
დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელმაც მარცხი განიცადა, კოლაფსის მთავარი მიზეზი ალბათ იყო განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რისთვის უნდა მიეღწიათ. ისრაელი ზავს აღიქვამდა ორმხრივი სიმშვიდის გარანტად; ჰამასი კი ისრაელისგან ღაზისთვის ბლოკადის მოხსნას ელოდა. ისრაელის მტკიცებით კი, ბლოკადა იყო თავდაცვითი პასუხი ჰამასის სარაკეტო შეტევებზე.
კონფლიქტი გრძელდება დღესაც. მათ შორის დაპირისპირებება სხვადასხვა სახით გამოიხატება. 2009 წლის თებერვალში მაგალითად ისრაელის ავიაციამ ღაზას საიდუმლო გვირაბებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. „ცახალის“ თვითმფრინავებმა იერიში იმ გვირაბებზე მიიტანეს, რომლითაც სექტორი ეგვიპტეს უკავშირდებოდა.
კონფლიქტის შედეგად უამრავი ადამიანია დაღუპული. დიდია დაღუპულ ბავშვთა და ქალთა რაოდენობაც. მტრობამ და მეტოქეობამ პალესტინელებსა და ებრაელებს შორის დაუსრულებელი სახე მიიღო.

თამთა ჯიჯავაძე

No comments:

Post a Comment