დილით ლექციაზე რა თქმა უნდა კიდევ დამაგვიანდა. საბედნიეროდ ჩემნაირად მოიქცა კიდევ 15–იოდე ჯგუფელი, შესაბამისად ლექცია დაწყებული არ იყო. ზურა აგლაძე იყო ჩვენი მორიგი სტუმარი. ახალგაზრდა, ყოფილი ვიცე–პოლკოვნიკი, რომელიც მთელი ორი საათის განმავლობაში გვიმსხვრევდა 20–მდე გოგოს გაუნათლებელ და სოფლელ სამხედროებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს.
ზურა აგლაძემ მთელი ლექციის განმავლობაში ისაუბრა მედიისა და სამხედრო პირების ურთიერთობაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემური დამოკიდებულება ამ ორი პროფესიის ხალხს შორის, რომ ორივე მხარემ როგორ უნდა გავიაზროთ, რომ საზოგადოებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და პირველ რიგში მათი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.
ყველაზე მთავარი ფრაზა, რაც დამრჩა, ის იყო, რომ მან მოიყვანა ასეთი მაგალითი: ცნობილი უოტერგეიტის სკანდალის ავტორი, რეპორტიორი (გვარი არ მახსოვს :)) ) ამბობდა, რომ თუ მას ხელში უვარდებოდა სამხედრო საიდუმლო ინფორმაცია, ან ისეთი მასალა, რისი გამოქვეყნებითაც შეიძლებოდა ვინმე დაზარალებულიყო, ის მაშინვე მიმართავდა პენტაგონს. ისინი ერთად სხდებოდნენ, მსჯელობდნენ რა უნდა ეთქვათ და რა არა ხალხისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებდნენ მასალას. პრინციპში, ასეთ გამოუვალ სიტუაციაში, როცა არ იცი ჟურნალისტმა რა გამოაქვეყნო და რა _ არა, სჯობს რომ ვინმე კომპეტენტურ პირს მიმართო. ჩვენ შევთანხმდით, რომ მინიმუმ ორ სამხედრო ექსპერტს მაინც უნდა ჰკითხო რჩევა, სანამ გამოაქვეყნებ.
ბოლო 20 წუთი თავის თავზე გველაპარაკა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ეს ამხელა, დაკუნთული, მკაცრი გამომეტყველების კაცი, ნელ–ნელა გვიმსხვრევდა ჩვენს არასწორ წარმოდგენებს სამხედროებზე: ყველა ახალი დეტალის გაგების შემდეგ ჩვენი აუდიტორიიდან ან "აუუუუუ" გადიოდა, ან ტაშის ხმა.
P.S. ლექციის დასაწყისში გიორგიმ ზურას წარდგენა რომ გააკეთა, თქვა, რომ 2008 წლის ომში ზურას ჯარი ისეთ ადგილას იყო, სადაც ოფიციალურად არ იყვნენ და მოკლედ საიდუმლო ინფორმაცია იყო მათი ადგილსამყოფელი. ძალიან მაინტერესებს, სად იყვნენ... :|
ირინა ალიაშვილი
No comments:
Post a Comment