Monday, October 18, 2010

შესაშური წესდება

                                                                

     პირველმა ლექციამ ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. 2 საათის განმავლობაში დიდი ინტერესით ვუსმენდი ადამიანს რომელიც, სამხედრო ჟურნალისტიკის სფეროში პირად გამოცდილებას გვიზიარებდა.
ყველგან და ყველაფერში, მაგრამ განსაკუთრებით ომის დროს მედიას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. მისგან გაჟღერებულმა არასწორმა  ინფორმაციამ, შეიძლბა ნებისმიერ ქვეყანას საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენოს. ამიტომ, როდესაც ჟურნილსტი ომს აშუქებს იგი საკმარისად უნდა იყოს ინფორმირებული და იცოდეს საკუთარი უფლებები. ხშირად საუბრობენ ქართველი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე, რისი ბევრი მაგალითიცაა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდი.
ჩვენმა სტუმარმა ის ერთობლივი სტრატეგია გაგვაცნო, რომლითაც მედია და ჩრდილო- ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებული ქვეყნები სარგებლობენ, სადაც ომის დროს ინფორმაციის ორგანიზების გეგმას მეთაური გასცემს. 
(იმედია სწორად დავიმახსოვრე)
მეთაური
ინფორმაცია ჩვენი ძალების შესახებ
აკრედიტაცია- ჟურნალისტების, ფოტოჟურნალისტების.....
ცენზურის საკითხი-პასუხისმგებლობა დოკუმენტებზე(ახალი ამბების დოკუმენტებზე-რომელ ქალაქებზე არ შეიძლება ინფორმაციის გაცემა. გამოყენებული მასალის პოლიტიკა-რა მიზნით უნდა იყოს გამოყენებული
ნაწილების საველე ცენზურა-რა გაიცეს.
სხვა დამატებითი პუნქტები
მედიის წარმომადგენლები
ა) დამტკიცება, წარდგენა
ბ)ბრიფინგების მოწყობა
გ) საბრძოლო დანაყოფებთან მიმაგრება ბრძოლის პერიოდში
მედიის წარმომადგენლებზე ყოფითი პირობების შექმნა-კვება, ბილეთების დაჯავშნა,ტრანსპორტირება ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.
მასალებზე დაგზავნის პასუხისმგებლობა-კავშირგაბმულობა, კოორდინაცია -როდის მოდის ესა თუ ის ინფორმაცია?
პრიორიტეტები-ვისგან უნდა მოვიდეს ეს ინფორმაცია?
ეს ყველაფერი იმიტომ რომ ჟურნალისტმა და სამხედრო პირებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები კანონის შესაბამისად მოიქცნენ  მძიმე სიტუაციებში. როგორც ჟურნალისტია პასუხისმგებელი შეასრულოს ეს ბრძანება, ასევე სამხედრო პირებიც ვალდებულნი არიან შეუქმნან ნახსენები პირობები მედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტები ბევრად დაცულები არიან და ამავდროულად საკმაოდ მცირეა იმის ალბათობა , რომ ჟურნალისტმა სახელმწიფო ინტერესები დააზარალოს და გაავრცელოს ისეთი რამ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.
რა ხდება საქართველოში?
ასეთი დოკუმენტის შესახებ არაფერი მსმენია.
სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი გეგმა და ჟურნალისტების სრულყოფილი მომზადება არ არსებობს. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი იყო მანამდეც და 2008 წლის აგვისტოს ომშიც.
იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მცირედით მაინც შეიცვლება სიტუაცია. ჟურნალისტებს პროფესიონალურ დონეზე ასწავლიან და ამის შემდეგ მოითხოვენ მათგან იმას, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწვრიანებული ქვეყნების  ჟურნალისტებისათვის ჩვეულებრივი ამბავია.მსგავსი ინფორმაციის ორგანიზების გეგმა საქართველოს ძალიან სჭირდება. ეს საკმაოდ მარტივი და კარგად დაგეგმილი ხერხია, რომელიც ბევრ პრობლემას ააცილებს ჩვენს ქვეყანას.


                                                                            ანი ჯეირანიშვილი

No comments:

Post a Comment