რადგან ბლოგია და არა გაზეთი ან ჟურნალი ჩემს აზრებს უფრო თავისუფლად ვწერ. ალბათ ჩემი ბევრი ჯგუფელი გამოაქვეყნებს აქვე სტატიას თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ნოდარ ხარჩილაძესთან შეხვედრის შესახებ. არ მინდა განვმეორდე და იგივეზე ვწერო რაც სხვებმა უკვე აღნიშნეს, რომ გაკეთდა ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება, თუ ეს უბრალოდ დაბნეული პასუხი იყო გაუთვალისწინებელ კითხვებზე, დარჩა ბევრი საკითხიც რომელზეც ვერ მოვასწარით საუბარი და ჩვენი უმეტესობა დაუკმაყოფილებლობის გრძნობით ტოვებდა სამინისტროს. მე ვიტყვი რომ როცა წამოვედით დავფიქრდი და მივხდი, რომ შეიძლება პასუხებზე თავის არიდებამ და სხვა ფაქტორებმა მართლაც გაგვაღიზიანა, მაგრამ ჩვენი მიზანი არც ყოფილა ამ შემთხვევაში მინისტრის მოადგილის ჩაჭრა. მოადგილემაც, მინისტრმაც, პრეზიდენტმაც და ყველამ კარგად იცის, რომ არსებობს უამრავი შეცდომა და მნიშვნელობა არ აქვს ამაზე საუბარს სტუდენტებთან შეხვედრისას აარიდებენ თუ არა თავს. უშეცდომო უბრალოდ არავინაა და არ უნდა მიხვიდე ინტერვიუზე ვიღაცის ჩაჭრის მიზნით. შენი თვითმიზანი არ უნდა გახდეს ის, რომ მოიფიქრო ისეთი კითხვა რომელზეც თანამდებობის პირს პასუხი არ ექნება, სამაგიეროდ შენი კოლეგები გაიცინებენ და შენ გამარჯვებული სახით იჯდები სავარძელში.
არ არის საჭირო დავესიოთ და ერთმანეთზე მწვავე კითხვები მივაყაროთ. ისედაც ყველაფერი ნათელია. ამ შეხვედრისგან უფრო ის დავინახე, რომ მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირები არ გიჟდებიან ჟურნალისტებზე, განსაკუთრებით თუ ჟურნალისტი ჭკვიანია და რაღაც კითხვებიც მოსდის თავში, მათთან ლაპარაკი მაინც სასარგებლოა. სხვა თუ არაფერი მათთან მიდგომას მაინც ისწავლი
ანი ბერუკაშვილი
No comments:
Post a Comment