ადამიანის უფლებათა პალესტინური ცენტრის განცხადებით, ყოველი მეოთხე მსხვერპლი 18 წელზე ნაკლები ასაკისაა. 2007 წლის ივნისიდან 2008 წლის ივნისამდე ისრაელის შეტევების შედეგად დაიღუპა 68 პალესტინელი ბავშვი და მოზარდი, კიდევ ორ ათეულამდე - დასავლეთ სანაპიროზე.
თებერვალში ისრაელის ჭურვებმა ოთხი 8-დან 14-წლამდე ბიჭის სიცოცხლე შეიწირა, ისინი ქალაქ ჯაბალიაში, ქუჩაში ფეხბურთს თამაშობდნენ. აპრილში მეიასარ აბუ-მეთიქი და მისი ოთხი შვილი - ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, დაიღუპნენ საკუთარ სახლში საუზმისას, როდესაც მათ სახლს ჭურვი დაეცა. ზავის დროსაც კი ისრაელმა ღაზაში 22 ადამიანი მოკლა, მათ შორის - ორი ბავშვი და ერთი ქალი.
დამეთანხმებით საშინელი სტატისტიკაა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმა პალესტინელებისთვის სასარგებლო იქნება, რადგან მათ ჰამასის მარწუხებისგან გაათავისუფლებს. დინა ბუტუ, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის იურიდიული კონსულტანტი კი ამ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ისრაელს სურს, ყველა დამარწმუნოს, თითქოს ამ ყველაფერს პალესტინის სასიკეთოდ აკეთებს. მათ კი არ ჭირდებათ ლივინის კარნახი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მათთვის კარგი და ვინ - ცუდი.
დაუსრულებელი ომი ოცდამეერთსე საუკუნეში საშინელი სისხლისღვრის ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო.
მუდმივი შიდა დაპირისპირებების შედეგად პალესტინის სახელმწიფო დღემდე არ არსებობს. ასეთი დაპირისპირებათაგანია პალესტინური ორგანიზაციის „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ დაპირისპირება, რომელიც უკვე წლებია გრძელდება.
პალესტინელები არაბეთის ნახევარკუნძულზე ვრცელ ტერიტორიაზე არიან მიმოფანტული. ღაზის სექტორის და მდ. იორდანეს მარჯვენა სანაპიროს გარდა, ისინი ლიბანის და სირიის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ, მაგრამ მათ ომები ამ ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფოს შესაქმნელად არასდროს უწარმოებიათ. მხოლოდ ისრაელთან არსებობს ეს დაპირისპირება. პალესტინელები პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ისრაელის ტერიტორიის ხარჯზე ითხოვენ მხოლოდ და არაფერს ამბობენ ლიბანურ და სირიულ დასახლებებზე. ჰამასს საკუთარ პროგრამაში პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეის გარდა პალესტინელი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა კი არ უწერია, არამედ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ყველა ებრაელის მოკვლა. ამ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ გამოდის, რომ ჰამასის ლიდერობის პირობებში პალესტინამ დამოუკიდებლობა რომც მიიღოს, ეს ომი არ შეწყდება, რადგან ჰამასს მეორე მთავარი ამოცანა დარჩრება გადასაწყვეტი — ისრაელის სახელმწფოს განადგურება.
ისრაელის სახელმწიფო წმინდა დასავლური ღირებულებების მატარებლი ქვეყანაა. ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების დღიდან ქვეყანას სწორედ დასავლეთში განათლებამიღებული და დასავლური ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსები მართავდნენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აშშ ისრაელის სტრატეგიული პარტნიორია, მისი პროდასავლურობა კიდევ უფრო იკვეთება.
ისრაელმა გამოაცხადა, რომ იგი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ჰამასს საბოლოოდ გაანადგურებს. ჰამასის განადგურებით რუსეთსა და ირანს უდიდესი დასაყრდენი გამოეცლება ხელიდან არაბულ სივრცეში, რომლის საშუალებითაც ყოველთვის ახერხებდნენ სიტუაციის არევას. ამის შემდგომ კი პალესტინას შეიძლება მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს თავისი სახელმწიფოებრიობა.
პ.ს. კარგი და ცუდის რა გითხრათ და ერთს კი დარწმუნებით გეტყვით ამ რთულ სიტუაციაში გარკვევა იოლი არაა. არც დამნაშავის პოვნა - მიზანი. იმას კი მივხვდი რომ ამდენი სისხლისღვრა აღარ გვინდა, კარგით რაა, ДАВАЙТЕ ЖИТЬ ДРУЖНО!
ანა ბოჭორიშვილი
No comments:
Post a Comment