Wednesday, October 20, 2010

Do we need a war?

    გვჭირდება თუ არა ჯარი? _ ამ კითხვაზე ადრეც ბევრჯერ მიფიქრია, ბევრჯერ მიკამათია და ბევრჯერ დაგვიხოცია ერთმანეთი კამათში. (ალბათ ეს კიდევ არაერთხელ მოხდება). 2003–2008 წლამდე ჯარის ბიუჯეტმა დიდი ცვლილებები განიცადა. საზოგადოებრივი დაკვეთაო, პროფესიონალი ჯარი და რეზერვიო, კანადური მოდელი და ა.შ. მოკლედ მთელი რიგი რეფორმები გატარდა. თურმე ჭკვიანი და გამოცდილი ხალხიც დამჯდარა და ჯერ ქვეყნის უსაფრთხოების მიმოხილვა გაუკეთებიათ, მთელი რიგი რისკები და საფრთხეების ანალიზიც დაუდიათ, მთელი სცენარიც განუხილიათ, როგორ და რა პოზაში შეიძლებოდა რუსეთი თავს დაგვსხმოდა და ამის შემდეგ, ჯარისკაცების მინიმალური რაოდენობაც მიუღიათ _ 37 ათასი ჯარისკაცი უნდა გვყავდეს, მაგრამ 25 ათასი გვყავს ჯერ.

ჯერ ყველაფერი წინაა! რუსეთთან ომიც მოსაგებია, (მოსაგები თუ არა შესაკავებელი მაინც!) მტრის ჯარიც შესაკავებელი, ჩამოყრილი ბომბებიდან 60% აუფეთქებელი... მოკლედ ისევ ერთი და იგივე.

ბევრი კითხვა გამიჩნდა, რისი დასმის შესაძლებლობაც არ მომეცა დროის სიმცირის გამო:
1. რატომ ვიხდით ბიუჯეტიდან ამხელა თანხას ჯარში, თუ რუსები საჰაერო შეტევაშიც გვაჩანაგებენ და სახმელეთოშიც?
2. რატომ გადავედით პროფესიონალ ჯარზე, თუ ასეთი ტიპის ჯარის შენახვა დიდ სახელმწიფოებსაც არ შეუძლიათ?
3. რატომ არ კეთდებოდა პრაქტიკულად არაფერი 2008 წლამდე სამოქალაქო თავდაცვის კუთხით? (ეს სავარაუდოდ მისი კომპეტენცია არ იყო, მაგრამ მაინც გამიჩნდა ეგ კითხვა)
4. და კიდევ ძალიან ბევრი თემა, რომელიც ეხებოდა რეზერვს, საინფორმაციო ომის წარმართვას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაგზავნასაც კი:))

დიდი პოსტი გამომივიდა, წესით პოსტები ამხელა არ იწერება ხოლმე, მაგრამ რადგანაც რეალური ინფორმაცია ვერ მივიღე და ალბათ ამ კითხვებზე პასუხებს ვერც მივიღებთ (მოზგი კითხვების დასმას ამიტომაც არ აქვს ხოლმე აზრი), ჯობს კითხვები აქ დავსვა და ჩემი აზრებიც აქ განვავრცო.

P.S. როგორც გამოუსწორებელ და შეურიგებელ პაციფისტს მჯერა, რომ ერთ დღესაც სამყაროში ომი აღარ იქნება და "No need for greed or hunger a brotherhood of man, Imagine all the people sharing all the world"

ირინა ალიაშვილი

No comments:

Post a Comment