”ადრენალინი”
ჯიპაში ფილმ ''ადრენალინის'' ჩვენება გაიმართა. როცა ფილმს უყურებ გიახლდება
ყველა ის გრძნობა, რაც აგვისტოს დღეებში იყო. ფილმში მოთხრობილია ის მძიმე
წუთები, რაც ჟურნალისტებმა და არამარტო ჟურნალისტებმა განიცადეს რუსეთ
საქართველოს ომის დროს. მათ გამოიარეს ძალიან დიდი საფრთხე, ზოგიერთ
მათგანს პროფესიული მოვალეობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ფილმში
ნაჩვენები კადრები , ჟურნალისტების მონაყოლი, ნათლად უსვამს ხაზს იმას,
რომ ამ დროს ინფორმაცია მნიშვნელოვანია , მაგრამ არ უნდა დაგიჯდეს იგი
სიცოცხლის ფასად. ასევე ფილმმა დაგვანახა, რომ ომში მუშაობის დროს უნდა
შეგეძლოს წამოწიო შენი პროფესიონალიზმი, არ აყჰვე ემოციებს და იფიქრო
მხოლოდ იმ მნიშვნელოვან კადრებზე, ან ინფორმაციაზე რომელიც შენ უნდა
მოიპოვო. ამასაც ალბათ დიდი ძალისხმევა და მომზადება უნდა, როცა შველას
გთხოვენ და შენ ამ დროს ფიქრობ მხოლოდ საქმეზე და ვერ ეხმარები მას.
როგორც აღმოჩნდა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები მომზადნენ
იმაში, რომ არ გახდნენ მტრის სამიზნე. იდგე წინა ხაზე არ ნიშნავს იყო ძლიერი
ჟურნალისტი , მთავარია ინფორმაცია არ დაგიჯდეს სიცოცხლის ფასად.
ნინო ჭანია
No comments:
Post a Comment