
ერთი კვირის წინ ვნახეთ ქართული დოკუმენტური ფილმი „ადრენალინი პროფესია: რეპორტიორი“. ფილმში ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად იყო ერთი საკითხიც, რომელზეც ყველა ჟურნალისტი და ოპერატორი თითქმის ერთნაირად პასუხობდა: ქალი, რომელიც ეგდო ცეცხლში, სდიოდა სისხლი და ჰქონდა ღია ჭრილობები, ყველას სთხოვდა დახმარებას. ჟურნალისტები კი მხოლოდ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, აფიქსირებდნენ მას ფირზე. არიან თუ არა ისინი მართლები? მთავარი ეს არაა. მთავარი ისაა, რომ სწორედ ამ კადრებმა წარმოაჩინა ომის მთელი საშინელება, დაადასტურა რუსეთის აგრესია, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მცდელობები.
ლექციის შემდეგ თემამ ჯიპას კაფეშიც გადაინაცვლა. შემდეგ უფრო ახლო სამეგობრო წრეში. გვიანობამდე ვიკამათეთ უნდა დაეხმარონ თუ არა ომის დროს ჟურნალისტები მშვიდობიან მოსახლეობას, როცა მათ უჭირთ? მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა არგუმენტები ბლომად გადმოვალაგეთ, თუმცა საერთო დასკვნამდე ვერ მივედით.
მოგვიანებით, ამ თემაზე საკმაოდ მოკლე და დამაჯერებელი პასუხი გაგვცა სტუმარმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა პრესაში არ ისურვა _ ომში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, სად გაგიგიათ, გენერალს თავისი საქმე მიეტოვებინოს და მშვიდობიან მოსახლეობას ეხმარებოდესო.
თუმცა მაინც, დილემა დილემად რჩება. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმიც სწორედ ამ თემას ეხება, რომელიც იმედია თქვენც დაგაინტერესებთ:
აი ფილმიც
ირინა ალიაშვილი
No comments:
Post a Comment