“სისხლი სისხლის წილ”
ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე, კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.
დაუსრულებელი ომი. ასე შეიძლება დაერქვას პალესტინა-ისრაელის ომს. პალესტინელებმა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული, ვერ მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში დაიწყო არაბულ სამყაროში ახალი ქვეყნების ჩამოყალიბება. ამის მთავარი მიზეზი არაბულ-პალესტნური სხვადასხვა ტომების და გვარების შეუთანხმებლობა გახდა. მუდმივმა შიდა დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო. პალესტინის სახელმწიფო დღემდე არ არსებობს. ამ დაპირისპირების და შეუთანხმებლობის კლასიკური მაგალითი ორი პალესტინური ორგანიზაციის „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ დაპირისპირებაა, რომელიც აგერ უკვე ათწლეულებია გრძელდება. ასი წელია პალესტინას ომის წარმოების გარდა არაფერი უსწავლია. არ უსწავლიათ რა არის მშვიდობიანი თანაარსებობა და ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ერის მთავარ სიმბოლოდ პოლიტიკურ-ტერორისტული ორგანიზციები ჩამოყალიბდნენ. “სისხლი სისხლის წილ და კბილი კბილის წილ,” ასეთია მათი კრედო. თუმცა, საინტერესოა ერთი დეტალი — Рალესტინელები, როგორც ერი და ხალხი, არაბეთის ნახევარკუნძულზე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე არიან განფენილნი. ისინი ღაზის სექტორის და მდ. იორდანეს მარჯვენა სანაპიროს გარდა, ლიბანის და სირიის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ, მაგრამ მათ ომები ამ ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფოს შესაქმნელად არასდროს უწარმოებიათ. მხოლოდ ისრაელთან არსებობს ეს დაპირისპირება აგერ უკვე 60 წელია.
პალესტინური წყაროების განცხადებით, 2008 წლის 28 აპრილს ცაჰალის ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსზე. ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი ქალბატონი და 2 ბოევიკი. ცახალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იერიში მიტანილი იყო ამ რაიონში მაცხოვრებელ შეაირაღებული ბოევიკების ჯგუფზე. ისლამური “ჯიჰადი” ადასტურებს, რომ მისი ერთ-ერთი ბოევიკი მოკლულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 მეტრში. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი არ უარყოფს მშვიდობიანი მაცხოვრებლების შესაძლო გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ, სრულ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე აკისრებს ჰამასს, რომელიც აგრძელებს აგრესიას ისრაელის წინააღმდეგ და მოსახლეობას იყენებს როგორც “ცოცხალ ფარს.” აღნიშნული კორპუსი დაიბომბა “კასამის” ტიპის რაკეტით. ერთ-ერთმა რაკეტამ, რომელიც აფეთქდა საცხოვრებელი სახლის გვერდით, მოსახლეობაში გამოიწვია ნერვული შოკი. ცაჰალის გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა გამოიწვია მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ, რომელიც სავარაუდოდ ხელთ ჰქონდათ ბოევიკებს ცაჰალის საჰაერო სამხედრო ძალების რაკეტების მოხვედრის მომენტში.
ისრაელსა და პალესტინას შორის ისეთი მოლაპარაკებების დაწყების შანსი, რომელიც შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული, ათი წელი არ არსებობდა. ბოლოს ამგვარი იმედის მომცემი მოლაპარაკებები შედგა ზუსტად ათი წლის წინ, კემპ დევიდში. მაშინ ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინიციატივით წამოწყებულ მოლაპარაკებები, რომელშიც ისრაელის მაშინდელი პრემიერმინისტრი და პალესტინის უმაღლესი წარმომადგენლი იასირ არაფატი მონაწილეობდნენ, უშედეგოდ დასრულდა. თუმცა დასავლეთში იმედი აქვთ, რომ ახალი მოლაპარაკებები, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრამდე დაიწყება, მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. სწორედ, ამას ელის ცივილიზებული მსოფლიოც.
გვანცა გორდეზიანი
No comments:
Post a Comment