ჯიპაში ფილმ ”ადრენალინის” ჩვენება გაიმართა. ისაუბრო ამ ფილმზე ნიშნავს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდე საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, თავიდან იგრძნო ყველაფერი, ხელახლა განიცადო ის რისი დავიწყებაც ისედაც ძალიან რთულია. ისაუბრო ამაზე ყოველგვარი ემოციების გარეშე შეუძლებელია.
ფილმი რუსეთ-საქართველოს ომში მომუშავე ჟურნალისტებზე მოგვითხრობს, თავგანწირვაზე და ადრენალინზე. კადრებში კარგად ჩანს რამხელა შიშისა და სტრესის პარალელურად უწევთ ჟურნალისტებს ურთულესი საქმის შესრულება. ალბათ ძალიან ძნელია ასეთ დროს არ მოყვე გავლენის ქვეშ და შეძლო რეალობის ემოციების გარეშე გადმოცემა. ომში უმთავრესი შენი პროფესიული ვალია. თუმცა ღირს კი პროფესიის გამო შენი სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება?! ....!
ფილმის კადრებმა თვალწინ გააცოცხლეს და ხელახლა მოკლეს ჟურნალისტები, რომლებიც თავის დროზე მტრის იარაღმა უსამართლოდ იმსხვერპლა. ეს არის მათი სისხლიანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ, მომავალ ჟურნალისტებს დაგვიტოვეს - არც ერთი ინფორმაცია სიცოცხლის ფასად!
ჩემთვის ომში ჟურნალიტსად მუშაობა ნიშნავს შეგეძლოს ემოციების მაქსიმალური შეკავება. ალბათ შიშსა და საფრთხესაც არ უნდა აღიქამდე ადექვატურად. თითქმის შეუძლებელია ადამიანები ითხოვდნენ შენგან დახმარებას და არ (ვერ) ეხმარებოდე. შეძლო იფიქრო მხოლოდ საქმეზე ნიშნავს იყო პროფესიონალი და შეგეძლოს შენი საქმის ერთგულება.
აქ არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება. აქ ერთი შეცდომაც სიცოცხლის ფასია. სიცოცხლე - წამი. წამი კი არაფერი და დედამიწაც წყვეტს ბრუნვა-ტრიალს..
აქ არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება. აქ ერთი შეცდომაც სიცოცხლის ფასია. სიცოცხლე - წამი. წამი კი არაფერი და დედამიწაც წყვეტს ბრუნვა-ტრიალს..
P.S. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი ემოციები საშუალებას არ მაძლევს ომში ჟურნალისტად ვიმუშაო. ისე კი, ვისურვებდი, სულ ცოტა ჩვენს ქვეყანაში მაინც არ დაგვჭირვებოდეს ჩვენი პროფესიონალიზმის საომარი ადგილებიდან დამტკიცება. я за мир - არ გვინდა ომი და იქნებ ეს ჩვენმა მეზობლებმაც კარგად გაიგონ!
ანა ბოჭორიშვილი
No comments:
Post a Comment