Monday, October 18, 2010

სამოქალაქო თავდაცვა


 ლექციის მეორე სტუმარი ჯუმბერ ხაბურძანია იყო, რომელიც სამოქალაქო თავდაცვაზე გვესაუბრა.
სამოქალაქო თავდაცვა არის სახელმწიფოს თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილი. მისი მიზანია სახელმწიფოს და პიროვნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებია:
- მოსახლეობის, სამრეწველო-ეკონიმიკური და კულტურულ-ისტორიული ობიექტების დაცვა განსაკუთრებული სიტუაციებისას (ავარიები, სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები).
- მართვის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, სტიქიური და ეკოლოგიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების პროგნოზირების, გაფრთხილების და ლიკვიდირებისას და კიდევ ბევრი სხვა პუნქტი.
სამოქალაქო თავდაცვას რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში არ უმუშავია. ერთ- ერთი ამისი მაგალითი სახლიდან გამოქცეული  ან იძულებით გამოყრილი ადამიანები იყვნენ, რომლებმაც არ იცოდნენ სად წასულიყვნენ.ასევე,თბილისში 11 აგვისტოს პანიკა, როდესაც თბილისიდან გამავალი გზები   კახეთის გზატკეცილის ჩათვლით იმდენად გადატვირთული იყო, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა გადაადგილება. ჩვენს ქვეყანაში, ასევე ადამიანებმა არ იციან,  მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში როგორ მოიქცნენ.ვფიქრობ,შესაბამისი სწავლება უნდა მოხდეს სკოლებში და სხვადასხვა დაწესებულებებში.  ადამიანების ევაკუაცია წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი.
ბატონი ჯუმბერი ასევე გვესაუბრა შეტყობინების სისტემის არარსებობაზე, რომელიც ფრიდონ ინჯიამ მოშალა.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თვადაცვის სამინისტროს ყველა ეს აუცილებელი პირობა დაგეგმილი არ ჰქონდა. სწორედ საზოგადოების გაუთვიცნობიერებლობამ გამოიწვია საყოველთაო პანიკა მაშინ, როდესაც ჩვენი ჯარი პოზიციების დასაკავებლად თბილისისკენ მოდიოდა.
ვფიქრობ, სახელმწიფოს უკიდურესად სრულყოფილი უნდა ჰქონდეს სამოქალაო თავდაცვის სისტემა. როდესაც ომი იწყება, შემდეგ ფიქრი სად წაიყვანო და როგორ დაიცვა შენი თითოეული მოქალაქე საკმაოდ დაგვიანებულია.

                                                                                         ანი ჯეირანიშვილი

No comments:

Post a Comment