19 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნოდარ ხარჩილაძეს შევხვდით. მან ისაუბრა ქართულ ჯარზე და მის პრიორიტეტებზე. საქართველოს 25 ათასი პროფესიონალი ჯარი ჰყავს რომელთაც, ოთხწლიანი კონტრაქტი უფორმდებათ. თუმცა, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ ოთხი წლით გაგრძლება.
თავდაცვის სამინისტროს მილიარდიანი დაფინანსება 2007 წლიდან 750,000 ლარამდე შეუმცირდათ, მიუხედავათ ამისა პრიორიტეტი განათლების უზრუნველყოფა და მაღალანაზღაურებად სასწავლებლებში გაშვებაა.
მინისტრის მოადგილემ ბევრი ისაუბრა ყველა იმ გაუმჯობესებულ პირობებზე, რაც ქართულ ჯარშია, როგორი იყო წინათ და როგორია დღეს. ხარჩილაძე შეეხო აგვისტოს ომს, რუსეთის მხრიდან აცილებულ ბომბებს და ცუდ მიზანს. მისი თქმით, 18 დღიანი რეზერვი 45 დღემდე გაიზრდება. რეზერვი დაიყოფა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გამოცდილება აქვთ დაასევე იქნება მხარდამჭერთა რეზერვი. (ვისაც არ ექნება საბრძოლო ფუნქცია).
იმედია, ქართული ჯარი იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და არ გვექნება განცდა დაუცველობის და შიშის.
ნინო ჭანია
No comments:
Post a Comment