Wednesday, October 20, 2010

                                                           ადრენალინი


            დღეს კიდევ ერთხელ ვნახე ფილმიადრენალინი.” კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ აგვისტოს ომის დღეები. ბოლო წლების განმავლობაში სამაჩაბლოში ხშირად ხდებოდა მოსახლეობაზე თავდასხმა და პირველ დღეებში ესეც მორიგ პროვოკაციად მივიჩნიე. მდგომარეობა კი თანდათან უფრო დაიძაბა, პირველი მსხვერპლიც გამოჩნდა და მივხვდი, ეს უფრო სხვა რაღაც იყო, ვიდრე დროებითი უსიამოვნება. საოცარია ომი 21- საუკუნეში ერთმორწმუნე ორ მეზობელ ქვეყანას შორის. გარდა ასეთი ემოციებისა, სულ იმ ჟურნალისტებზე ვფიქრობდი, ვინც იმ წუთებში გვაწვდიდა ინფორმაციას ცხელი წერტილებიდან. მაინტერესებდა რას განიცდიან ისინი, როდესაც გადამღებითა და მიკროფონით ხელში თავის სამუშაოს ასრულებენ, ირგვლივ კი ხელყუმბარები ცვივა და ადამიანები იხოცებიან. ან რა უფრო მნიშვნელოვანია, ალმოკიდებული ნანგრევიდან დაჭრილის გამოყვანა თუ შენი ჟურნალისტური მოვალეობის შესრულება- იპოვოსაინტერესოკადრი, ესეც ხომ თავისებური ადრენალინია. შენმა აღმოჩენილმა და გადაღებულმა კადრებმა შეიძლება საყოველთაო აზრიც კი სულ სხვა მიმართულებით შეატრიალოს და ყველას დაანახოს პატარა ქვეყანაზე თავს დატეხილი დიდი უბედურება. ფილმში ყველა კორესპონდენტი და ოპერატორი იმეორებს: “არ მეშინოდა,” “შიში სადღაც გაქრა,” “მინდოდა ბოლომდე შემესრულებინა ჩემი მოვალეობა.” ამბობენ, ქართველებმა ყველაფერი გადამეტებული ვიცითო: სიყვარულიც, სიძულვილიც და თავგანწირვაც. თუმცა ასეთ ქმედებას ყოველთვის კარგი დასასრული როდი აქვს, ამის მაგალითია ალექსანდრე (საშა) კლიმჩუკის კადრები. Stan Storimans- ის ჰოლანდიელი ჟურნალისტია, რომელიც გორში დაიღუპა. იმ ტელეკომპანიაში, სადაც ის მუშაობდა, მისი ხელმძღვანელების პოლიტიკა ასეთია: “არც ერთი ინფორმაცია სიცოცხლის ფასად.” მაგრამ ომს კანონები არ გააჩნია, სტანს სწორედ იმ დროს მოხვდა ტყვია, როდესაც ის პრესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.
            მეც ხშირად დამისვავს საკუთარი თავისთვის შეკითხვა: შეძლებ კი ასეთ დროს რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებას? შეძლებ ყველაზე მძიმე წუთებშიც გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ და შენნაირი უამრავი ადამიანია, რომელსაც დახმარება და თანაგრძნობა ჭირდება? არ ვიცი რა და როგორ გამომივა, პასუხი ალბათ გასაგებია... როგორც გამოცდილი და პროფესიონალი ჟურნალისტები ამბობენ, ეს ადრენალინია.

                                                                                                                     გვანცა გორდეზიანი
   

No comments:

Post a Comment