2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში წერია, რომ ომის პერიოდში ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის გეგმა არ არსებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო თავდაცვის 414 თავშესაფარი არსებობს, ომის დროს თავშესაფრად არც ერთი მათგანი აღარ გამოდგება. 414-დან 123 თავშესაფარი თბილისში მდებარეობს. მათი უმეტესობის ადგილმდებარეობა დღემდე გრიფით საიდუმლოა. თავშესაფრები ბერიას "ეპოქაში" გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. მათი უმეტესობა უბრალო, საცხოვრებელი სახლების ქვეშ მდებარეობს და იმდენად ძველია, რომ ან წყლითაა დფარული, ან კედლებია ჩამონგრეული.

სამოქალაქო თავდაცვის სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა, 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გია გეწაძემ ის გააუქმა. დღეს ყველა ადამიანი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომს შეისწავლის ერთხმად თანხმდება, რომ საქართველოში არანაირი სამოქალაქო თავდაცვა არ არსებობს. არ არის შეტყობინებების, ევაკუაციის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ომიდან 2 წლის შემდეგაც კი ამ მხრივ არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა.
ერთადერთი "ნაბიჯი" იყო ის, რომ საქართველოს 15 სკოლაში სამოქალაქო თავდაცვის საგინს პილოტირება დაიწყო, თუმცა რეალურად სკოლების უმრავლესობაში ეს საგანიც კი უბრალოდ არ ტარდება.
საქართველოში ყოველთვის ასეა, მაინც და მაინც საკუთარ თავზე უნდა გამოვცადოთ ნებისმიერი რამე, რომ მივხვდეთ მის აუცილებლობას. თუმცა საკუთარ თავზე გამოცდის შემთხვევაშიც კი ხშირად არანაირი რეაგირება არ ხდება. იგივე შთაბეჭდილება დამრჩა აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგაც, რომლის ყურება ჩვენს ბლოგზეც შეგიძლიათ. სრულიად გამოუცდელი ჟურნალისტები, ყოველგვარი აღჭურვილობისა და მითითებების გარეშე ომში აღმოჩნდნენ. ზოგს ეს გამოუცდელობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ვისაც "გაუმართლა" მეორე ჯერზე მეტი გამოცდილება ექნება, თუმცა რეალურად ომის გაშუქებას ჟურნალისტებს არ ასწავლიან. ვინც ომი გააშუქა, მხოლოდ ისინი თუ გაგვიზიარებენ თავიან გამოცდილებას. ჯიპას ჟურნალისტებს "გაგვიმართლა" და ოდნავ მეტი მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად ეს საკმარისი არაა. ქართველი ჟურნალისტები ამ საკითხზე არაფერს სწავლობენ, სანამ ისევ საკუთარ თავზე არ მოუწევთ ყველაფრის გამოცდა.
ანი ბერუკაშვილი
პოლკოვნიკი ჯუმბერ ხაბურძანია არ არის ინფორმირებული ალბათ არც თბილისის მეტროს დაცულობის და არც თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შესახებ,
ReplyDeleteთბილისის მეტრო ატომურ აფეთქებაზეა გათვლილი. ზუსტად რამდენ კილოტონაზე ეგ უცნობია.
ვერც რუსული საუკეთესო ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი კაბ-1500ლ-პრ უზავს მეტროს რამეს.