Saturday, October 30, 2010

ისრაელი–პალესტინას დაუსრულებელი კონფლიქტი


ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება უკვე წლებია მიმდინარეობს. მათ შორის არსებული კონფლიქტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დაპირისპირებაა, რომლის განხორციელების მთავარი მიზეზი საზღვრების გაფართოებასა და იერუსალიმის მართვას უკავშირდებოდა. კონფლიქტს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაპირისპირების დასაწყისი ისრაელის ჩამოყალიბებდიდან იწყება. თავიდან იყო სხვადასხვა მოსაზრება სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ერთი მხარე ფიქრობდა, რომ ჩამოეყალიბებინათ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მეორე ფიქრობდა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, იყო ისეთი მოსაზრებაც, რომ ცალკ–ცალკე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნილიყო.
2006 წელს, ლიბანში კრახით დასრულებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ოფიციალური იერუსალიმი თვეების მანძილზე ცდილობდა, საფუძველი მოემზადებინა ღაზაზე თავდასხმისთვის.
2008 წელს კი დაპირისპირება მათ შორის განსაკუთრებით დაიძაბა და ისრაელის მიერ წამოწყებული კოფლიქტს სერიოზული სახე მიეცა. ინტერვენცია ტერორისტული აქტებით, შეიარაღებული არმიით და სხვა სახით მიმდინარეობდა. დაპირისპირებას არამარტო მამაკაცები, არამედ უამრავი ქალი და ბავშვი შეეწირა.
2008 წლის იანვარში ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, „ცახალმა“ ღაზა სექტორში რამდენიმე ადგილი ააფეთქა. დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი იძულებული გახდა ეგვიპტეში გადასულიყო თავშესაფრისა და საჭმლის მოსაპოვებლად.
ღაზაზე შეტევის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაერო-ში ისრაელის ელჩმა გაბრიელა შალევმა განაცხადა, - იქამდე გავაგრძელებთ შეტევას, სანამ ჰამასი მთლიანად არ განადგურდებაო.
ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორს ყუმბარები დაუშინა და ცეცხლი წაუკიდა. პალესტინელებმა კი ისრაელის რაკეტები ააფეთქა.
2008 წლის თებერვალში კონფლიქტი ისევ გაღვივდა. სამხედრო ოპერაციები მომდევნო თვეების განმავლობაშიც გრძელდებოდა.
ისრაელს დანარჩენი მსოფლიო იმაში უნდა დაერწმუნებინა, რომ მისი ქმედებები სამართლიანი იყო. ამიტომ ის ცდილობდა მოქმედებები არა ოკუპაციად, არამედ დასავლური სამყაროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლად აღქმულიყო.
საინფორმაციო დირექტორატი ცდილობდა, უცხოური მედიის ყურადღება მთლიანად გადაეტანა გასული 8 წლის მანძილზე ღაზადან ისრაელის მიმართულებით ნასროლ 8 500 ჭურვზე და ამის შედეგად დაღუპულ 20 ადამიანზე. ისინი ნაკლებად საუბრობდნენ 1700 პალესტინელზე, რომლებიც ისრაელის სამხედრო შეტევების დროს დაიხოცნენ.
ისრაელი ცდილობდა ღაზას ეკონომიკის განადგურებასაც. იწვევდა საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტს. ღაზას მოსახლეობა მიხვდა, რომ ისრაელი მათ ჰამასისთვის არჩევნებში გამოცხადებული მხარდაჭერის გამო სჯიდა.

ისრაელის მიერ პალესტინაზე განხორციელებულ ჩარევას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები შეეცადნენ ისრაელი–პალესტინას შორის დაძაბულობის განმუხტვას.
დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელმაც მარცხი განიცადა, კოლაფსის მთავარი მიზეზი ალბათ იყო განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რისთვის უნდა მიეღწიათ. ისრაელი ზავს აღიქვამდა ორმხრივი სიმშვიდის გარანტად; ჰამასი კი ისრაელისგან ღაზისთვის ბლოკადის მოხსნას ელოდა. ისრაელის მტკიცებით კი, ბლოკადა იყო თავდაცვითი პასუხი ჰამასის სარაკეტო შეტევებზე.
კონფლიქტი გრძელდება დღესაც. მათ შორის დაპირისპირებება სხვადასხვა სახით გამოიხატება. 2009 წლის თებერვალში მაგალითად ისრაელის ავიაციამ ღაზას საიდუმლო გვირაბებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. „ცახალის“ თვითმფრინავებმა იერიში იმ გვირაბებზე მიიტანეს, რომლითაც სექტორი ეგვიპტეს უკავშირდებოდა.
კონფლიქტის შედეგად უამრავი ადამიანია დაღუპული. დიდია დაღუპულ ბავშვთა და ქალთა რაოდენობაც. მტრობამ და მეტოქეობამ პალესტინელებსა და ებრაელებს შორის დაუსრულებელი სახე მიიღო.

თამთა ჯიჯავაძე

Friday, October 29, 2010

ვარ კი მე ამისთვის მზად??!

2008 წლის აგვისტოს ომი ქართველებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არავინ ფიქრობდა, რომ ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე დადგებოდა.
ქართველი ჟურნალისტებსაც, რა თქმა უნდა, მოუმზადებლად წასვლა მოუხდათ მოვლენების გასაშუქებლად.

დაახლოებით ორი კვირის წინ ჩატარებულმა ლექციამ და ამ ლექციაზე ნაჩვენებმა ფილმა “ადრენალინი”, სულ სხვა სამყაროში გადამიყვანა. სულ სხვაგვარად დავფიქრდი ჩემი პროფესიის მნიშვნელობაზე, იმაზე რომ შესაძლებელია მეც ერთ დღეს მომიწიოს მოულოდნელად ცხელ წერტილებში წასვლა და იქიდან მიმდინარე მოვლენების გაშუქება.

ვარ კი მე ამისთვის მზად??!

რაღაც არა მგონია. თუმცა, ის ოპერატორებიც და ჟურნალიტებიც, რომლებსაც აგვისტოს ომის მოვლენებს აშუქებდნენ ცხელი წერტილებიდან და თავს საფრთხეში იგდებდნენ, წასვლამდე ალბათ ფიქრობდნენ, რომ არც ისინი იყვნენ მზად. თუმცა, შესაძლოა მანამდე ამაზე არც უფიქრიათ.

ისინი მაინც წავიდნენ, მართალია მოუმზადებლად, მაგრამ მაინც...

ამიტომ შესაძლოა მეც წავიდე. ახლა კი ვფიქრობ, რომ ვერ შევძლებ მეთქი, მაგრამ როგორ, როდის და რა სიტუაციაში აღმოჩნდები არავინ იცის.

და აი სწორედ ისეთ სიტუაციაში უნდა აღმოჩნდე, რომ შენ გარდა არავინ იყოს ჟურნალისტი. რა უნდა ქნა?

არ ვიცი არ ვიცი...

ერთი კი ვიცი ჯერ მოუმზადებელი ვარ.

თუმცა, სწორედ მოუმზადებლობამ შეიწირა რამდენიმე ჟურნალისტი და რეპორტიორი აგვისტოს ომში. არ მინდა მათი შეცდომები მეც დავუშვა. მართალი უთქვამს ერთ–ერთი ჰოლანდიური ტელეკომპანიის წარომადგენელს, არანაირი კადრი სიცოცხლის ფასადო....

თამთა ჯიჯავაძე

ქართველი ჟურნალისტების შეცდომები....


      2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მოვლენების გასაშუქებლად მოუმზადებლები იყვნენ წასულნი. ამიტომაც ბევრმა მათგანმა უპატიებელი შეცდომები დაუშვა.

     უპირველეს ყოვლისა, ეს იმის ბრალია, რომ ისინი არ იყვნენ მომზადებულები სულიერად და ფსიქოლოგიურად. ომში ნებისმიერი ჟურნალისტის სპონტანურად გაგზავნა, რა თქმა უნდა, არასწორი ნაბიჯია რედაქტორისა და პროდიუსერის მხრიდან. თუმცა, არსებობენ ისეთი ჟურნალისტებიც, რომლებიც თავიანთი ნებით მიდიან. მიდიან იმიტომ, რომ მათი მოწოდებაა ცხელი წერტილებში ყოფნა და იქიდან მოვლენების გაშუქება. ასეთი ჟურნალისტები  მიდიან დამოუკიდებლად, მათ  უყვართ ექსტრემალური პირობებში მუშაობა.

     აგვისტოს ომის დროს, ქართველმა ჟურნალისტებმა არ იცოდნენ ელემენტარული წესები, რომელიც ყველა ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ომის გაშუქებისას.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების  შესახებ,    საქართველოს კანონის,  21–ე მუხლი გვეუბნება, რომ :

„ჟურნალისტს უფლება აქვს თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და შეხვდეს თანამდებობის პირებს, ჩაიწეროს მასალა ნებისმიერი საშუალებით, დაესწროს და აქტიურად გააშუქოს მასობრივი ღონისძიებები, საზოგადოებრივი თავყრილობები, მიტინგები, დემონსტრაციები, დაუბრკოლებლად ჩავიდეს სტიქიური უბედურების რაიონებში, ასევე, ისარგებლოს ნებისმიერი საარქივო მასალით, საიდუმლო და სპეცფონდებით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ან პიროვნების პირად ცხოვრებას ეხება“

ჟურნალისტის ეს უფლებები იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის დროს. და მისი შეზღუდვა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს.

ამ უფლებების შეზღუდვის მიზანი გასაგებია. ომი და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში გულისხმობს იმას, რომ ჟურნალისტს უფლება არ აქვს გამოაქვეყნოს ყველანაირი მასალა. ეს ეხება სახელმწიფო საიდუმლოებებს და ასევე, ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა გაშუქდეს. მაგალითად, სამხედრო ძალების გადაადგილების დრო, ადგილი, მიმართულება და ა.შ. ეს არის სამხედრო საიდუმლოება, რომლის გაშუქების უფლება მედიის წარმომადგენელს არ აქვს.

ქართველი ჟურნალისტები კი საქართველოს სახმელეთო ჯარების, შეიარაღებული ქვედანაყოფების გადაადგილებას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ეს ერთი მხრივ, ხალხს პანიკაში აგდებდა და მეორე მხრივ, ისინი ამით მოწინააღმდეგეს ფაქტობრივად სასურველ ინფორმაციას აწვდიდნენ.

მათ არ იცოდნენ ომში მოქცევის წესები და არ იცავდნენ უსაფრთხოების წესებს. არ ეცვათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, შედიოდნენ სახიფათო ადგილებში. ამ შეცდომებს რამდენიმე ჟურნალისტი შეეწირა კიდეც.

ომის დროს ქართველი ჟურნალისტები უშვებდნენ ისეთ შეცდომებსაც, რაც პროფესიონალმა ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას. ერთ–ერთია მოვლენის ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქება.

ქართული მედიასაშუალებების  მიერ გაშუქებული მიმდინარე მოვლენები ძირითადად დაუბალანსებული იყო. სტატიები და სიუჟეტები ძირითადად ქართულ ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობოდა. ძალიან მწირი ინფორმაცია მიეწოდებოდა აუდიტორიას კონფლიქტის ზონის მეორე მხარეს არსებული სიტუაციის შესახებ. ესეც მოუმზადებლობის გამო მოხდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტები ვერ არიდებდნენ თავს ემოციებს, რაც ცალკეულ მასალებში ნათლად შესამჩნევია. ასევე, არასწორი იყო ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა აგრესორი და ოკუპანტი. 

2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი ერთგვარი მაგალითიც კია ჟურნალისტებისათვის, მათ უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება დაგროვილი და შანსი იმისა, რომ იგივე შეცდომები დაუშვან ახლა შედარებით დაბალია.

არსებობს ასეთი ცნება war reporting, რომელიც სამხედრო ჟურნალისტიკას ნიშნავს. ამ ცნების არსებობა გულისხმობს იმას, რომ ყველა ჟურნალისტი ვერ გააშუქებს სამხედრო საკითხებს. ამგვარი თემების გაშუქებას სპეციალური ცოდნა სჭირდება, სამხედრო ჟურნალისტს ჩვეულებრივი ჟურნალისტისგან განსხვავებით სხვა უნარ–ჩვევები უნდა ჰქონდეს გამომუშავებული. ყველა ჟურნალისტი ვერ შეძლებს კონფლიქტის და ომში მიმდინარე მოვლენების გაშქებას, სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით რეპორტაჟების თუ სტატიების მომზადებას.

საქართველოში ბოლო პერიოდში თითქოს უფრო წამოვიდა სამხედრო ჟურნალისტიკის ცნება. ეს ძალიან კარგია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ამგვარ შეცდომებს ქართველი ჟურნალისტები აღარ დაუშვენებენ და ომის გასაშუქებლად მხოლოდ სამხედრო ჟურნალისტები წავლენ.



თამთა ჯიჯავაძე

ლექცია ფრთხილად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შესახებ


უკანასკნელი ლექციის შემდეგ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა პროფესიაში უმნიშვნელოვანესი განათლებაა და რომ ის არასდროს არაა ზედმეტი. შენს პროფესიონალიზმს ერთი ორად აამაღლებს ცხადია ისიც, რომ გამოცდილება მიღებული გაქვს ადგილას, სადაც შეიძლება შენი საქმის ერთგულებითა და ხათრით აიტანო  ყველაფერი, ყველაფერი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და შემდეგ ისევ დათმო მხოლოდ ერთის, მხოლოდ სიყვარულის სახელით :) (თითქოს ბანალური, მაგრამ სასიამოვნო ფაქტია!)

ჯიპაში ძალიან საიტერესო სტუმარი გვყავდა -  ზურა აგლაძე. თამანდებობით, ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი. მან ძალიან საინტერესო დეტალები გაგვიმხილა და ბევრი მაგალითებიც მოგვიყვა მედიისა და სამხედროების ურთიერთობის შესახებ. ერთადერთი რაზეც ”გეთანხმებით, არ გეთანხმებით”-ების შემდეგ ყველა შევთანხმდით, იყო ის, რომ  სამხედრო შინაარსის ინფორმაცია, რომელიც რაიმე გზით ხელში ჟურნალისტებს ჩაგვივარდება, უნდა გამოვაქვეყნოთ მხოლოდ მას მერე, რაც სამხედრო პირთან ან ექსპერტთან  გავივლით კონსულტაციას. ამით ჩვენ უბრალოდ დავრწმუნდებით, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია საფრთხეში არ ჩააგდებს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს, ხელს არ შეუშლის ქვეყნის უსაფრთხოებას, ან არ ჩაშლის რაიმე დაგეგმილ სამხედრო ოპერაციას.

მთლიანობაში, ლექცია საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა. თუმცა დისკუსია ლექციის შემდეგაც საკმაო ხანს გაგრძელდა. და მაინც, განკსაუთრებით სახალისო (?!) იყო ისტორიები რეინჯერებთან დაკავშირებით :D  

პ.ს. დოქტურანტურასთან დაკავშირებით, ზურას დროებით ლექციების წაკითხვაც მოუწევს.  სად და ვისთვის ზუსტად არ ვიცი, სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ ეს საქმე  კარგად გამოსდის :))

ანა ბოჭორიშვილი 

როგორ იმსხვრევა სტერეოტიპები:))

დილით ლექციაზე რა თქმა უნდა კიდევ დამაგვიანდა. საბედნიეროდ ჩემნაირად მოიქცა კიდევ 15–იოდე ჯგუფელი, შესაბამისად ლექცია დაწყებული არ იყო. ზურა აგლაძე იყო ჩვენი მორიგი სტუმარი. ახალგაზრდა, ყოფილი ვიცე–პოლკოვნიკი, რომელიც მთელი ორი საათის განმავლობაში გვიმსხვრევდა 20–მდე გოგოს გაუნათლებელ და სოფლელ სამხედროებზე ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს.

ზურა აგლაძემ მთელი ლექციის განმავლობაში ისაუბრა მედიისა და სამხედრო პირების ურთიერთობაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემური დამოკიდებულება ამ ორი პროფესიის ხალხს შორის, რომ ორივე მხარემ როგორ უნდა გავიაზროთ, რომ საზოგადოებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და პირველ რიგში მათი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ.

ყველაზე მთავარი ფრაზა, რაც დამრჩა, ის იყო, რომ მან მოიყვანა ასეთი მაგალითი: ცნობილი უოტერგეიტის სკანდალის ავტორი, რეპორტიორი (გვარი არ მახსოვს :)) ) ამბობდა, რომ თუ მას ხელში უვარდებოდა სამხედრო საიდუმლო ინფორმაცია, ან ისეთი მასალა, რისი გამოქვეყნებითაც შეიძლებოდა ვინმე დაზარალებულიყო, ის მაშინვე მიმართავდა პენტაგონს. ისინი ერთად სხდებოდნენ, მსჯელობდნენ რა უნდა ეთქვათ და რა არა ხალხისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებდნენ მასალას. პრინციპში, ასეთ გამოუვალ სიტუაციაში, როცა არ იცი ჟურნალისტმა რა გამოაქვეყნო და რა _ არა, სჯობს რომ ვინმე კომპეტენტურ პირს მიმართო. ჩვენ შევთანხმდით, რომ მინიმუმ ორ სამხედრო ექსპერტს მაინც უნდა ჰკითხო რჩევა, სანამ გამოაქვეყნებ.

ბოლო 20 წუთი თავის თავზე გველაპარაკა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ეს ამხელა, დაკუნთული, მკაცრი გამომეტყველების კაცი, ნელ–ნელა გვიმსხვრევდა ჩვენს არასწორ წარმოდგენებს სამხედროებზე: ყველა ახალი დეტალის გაგების შემდეგ ჩვენი აუდიტორიიდან ან "აუუუუუ" გადიოდა, ან ტაშის ხმა.

P.S. ლექციის დასაწყისში გიორგიმ ზურას წარდგენა რომ გააკეთა, თქვა, რომ 2008 წლის ომში ზურას ჯარი ისეთ ადგილას იყო, სადაც ოფიციალურად არ იყვნენ და მოკლედ საიდუმლო ინფორმაცია იყო მათი ადგილსამყოფელი. ძალიან მაინტერესებს, სად იყვნენ... :|

ირინა ალიაშვილი

Thursday, October 28, 2010

სისხლი სისხლის წილ


     ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე, კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანიებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლისშექმნა იყო. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.
      დაუსრულებელი ომი. ასე შეიძლება დაერქვას პალესტინა-ისრაელის ომს.  პალესტინელებმა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული, ვერ მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში დაიწყო არაბულ სამყაროში ახალი ქვეყნების ჩამოყალიბება. ამის მთავარი მიზეზი არაბულ-პალესტნური სხვადასხვა ტომების და გვარების შეუთანხმებლობა გახდა. მუდმივმა შიდა დაპირისპირებამ შედეგი გამოიღო. პალესტინის სახელმწიფო დღემდე არ არსებობს. ამ დაპირისპირების და შეუთანხმებლობის კლასიკური მაგალითი ორი პალესტინური ორგანიზაციისჰამასისდაჰესბოლასდაპირისპირებაა, რომელიც აგერ უკვე ათწლეულებია გრძელდება. ასი წელია პალესტინას ომის წარმოების გარდა არაფერი უსწავლია. არ უსწავლიათ რა არის მშვიდობიანი თანაარსებობა და ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ერის მთავარ სიმბოლოდ პოლიტიკურ-ტერორისტული ორგანიზციები ჩამოყალიბდნენ. “სისხლი სისხლის წილ და კბილი კბილის წილ,” ასეთია მათი კრედო. თუმცა, საინტერესოა ერთი დეტალიРალესტინელები, როგორც ერი და ხალხი, არაბეთის ნახევარკუნძულზე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე არიან განფენილნი. ისინი ღაზის სექტორის და მდ. იორდანეს მარჯვენა სანაპიროს გარდა, ლიბანის და სირიის ტერიტორიაზეც ცხოვრობენ, მაგრამ მათ ომები ამ ტერიტორიაზე პალესტინური სახელმწიფოს შესაქმნელად არასდროს უწარმოებიათ. მხოლოდ ისრაელთან არსებობს ეს დაპირისპირება აგერ უკვე 60 წელია.
       პალესტინური წყაროების განცხადებით, 2008 წლის 28 აპრილს ცაჰალის ჯარისკაცებმა იერიში მიიტანეს საცხოვრებელ კორპუსზე. ჭურვის მოხვედრის შედეგად დაიღუპა  4 მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი ქალბატონი და 2 ბოევიკი. ცახალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იერიში მიტანილი იყო ამ რაიონში მაცხოვრებელ შეაირაღებული ბოევიკების ჯგუფზე. ისლამურიჯიჰადიადასტურებს, რომ მისი ერთ-ერთი ბოევიკი მოკლულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 400 მეტრში. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ეჰუდ ბარაკი არ უარყოფს მშვიდობიანი მაცხოვრებლების შესაძლო გარდაცვალების ფაქტს, მაგრამ, სრულ პასუხისმგებლობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე აკისრებს ჰამასს, რომელიც აგრძელებს აგრესიას ისრაელის წინააღმდეგ და მოსახლეობას იყენებს როგორცცოცხალ ფარს.” აღნიშნული კორპუსი დაიბომბაკასამისტიპის რაკეტით. ერთ-ერთმა რაკეტამ, რომელიც აფეთქდა საცხოვრებელი სახლის გვერდით, მოსახლეობაში გამოიწვია ნერვული შოკი. ცაჰალის გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევა გამოიწვია მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ, რომელიც სავარაუდოდ ხელთ ჰქონდათ ბოევიკებს ცაჰალის საჰაერო სამხედრო ძალების რაკეტების მოხვედრის მომენტში.
      ისრაელსა და პალესტინას შორის ისეთი მოლაპარაკებების დაწყების შანსი, რომელიც შედეგზე იქნებოდა ორიენტირებული, ათი წელი არ არსებობდა. ბოლოს ამგვარი იმედის მომცემი მოლაპარაკებები შედგა ზუსტად ათი წლის წინ, კემპ დევიდში. მაშინ ამერიკის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ინიციატივით წამოწყებულ მოლაპარაკებები, რომელშიც ისრაელის მაშინდელი პრემიერმინისტრი და პალესტინის უმაღლესი წარმომადგენლი იასირ არაფატი მონაწილეობდნენ, უშედეგოდ დასრულდა. თუმცა დასავლეთში იმედი აქვთ, რომ ახალი მოლაპარაკებები, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრამდე დაიწყება, მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. სწორედ, ამას ელის ცივილიზებული მსოფლიოც.
           
                                               გვანცა გორდეზიანი