Friday, November 12, 2010

დაუმარცხებელი თალიბები


თალიბები ისლამისტური პოლიტიკური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც 1996 წლიდან 2001 წლამდე ავღანეთს მართავდნენ.  „თალიბები“ ითარგმნება, როგორც „სტუდენტები“.  თალიბების დაჯგუფება ძირითადად ეთნიკური პუშტუნების ტომების წევრებისგან შედგება. თუმცა, მასში უზბეკები, ტაჯიკები, არაბები და ჩეჩნებიც შედიან.
თალიბების პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერი მულაჰ მუჰამედ ომარია. თალიბები იარაღს და სხვა მარაგს პაკისტანის მთავრობისგან იღებდნენ.
 ლიბების მიერ ჩატარებული პირველი სამხედრო მოქმედება 1994 წელს ჩატარდა.
ორი წლის განმავლობაში ,,თალიბებმამოახერხეს ბრწყინვალე სამხედრო გამარჯვებების მოპოვება და მთავარი ქალაქების ყანდაგარის, გერათის, ჯალალაბადისა და  თვით დედაქალაქ ქაბულის დაკავება. მათი ძალა თანდათან შესამჩნევი ხდებოდა, რაც გამოიხატა მძიმე არტილერიისა და საბრძოლო ავიაციის აქტიურად გამოყენებაში.
თალიბები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულს ხუთი წლის განმავლობაში მართავდნენ. თალიბების რეჟიმა დიპლომატიური აღიარებაც მოიპოვა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც საუდის არაბეთი, პაკისტანი და არაბთა გაერთიანებულმა  სამირო.
1989 წელს საბჭოთა ჯარების გასვლის შემდეგ, ავღაეთში პოლიტიკურმა ვაკუუმმა დაისადგურა, სწორედ ამ დროს საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ მებრძოლმა ომარმა მოძრაობის ჩამოყალიბება დაახლოებით 50 შეიარაღებულ სტუდენტთან ერთად დაიწყო.
თალიბებმა 1997-98 წლებში შეძლეს წარმატებული საომარი ოპერაციების  ჩატარება. მათ ორჯერ დაიკავეს . მაზარი-შარიფი და მოახერხეს მიახლოვება უზბეკეთის და ტაჯიკეთის საზღვრებთან, ანუ დსთ- სამხრეთ საზღვრებთან, რასაც დსთ- ფარგლებში ,,ანტითალიბურიპაქტის დაფუძნება მოჰყვა.
დაკავებულ ტერიტორიებზე თალიბებმა დაამყარეს შარიათის კანონებზე დაფუძნებული სასტიკი ისლამური წესრიგი მაგალითად, აიკრძალა ყოველგვარი ანტიისლამური ცხოვრების წესი, მათ შორის, ტელევიზია.

თალიბებს მკაცრი დისციპლინა ჰქონდათ, უსიტყვოდ სრულდებოდა ომარის ყველა ბრძანება. იდეოლოგიაში პრიორიტეტი .. ,,წმინდა ისლამისანუ ყურანის ინტერპრეტირების პოლიტიკას და მის განხორციელებას ენიჭებოდა.

2001 წელს განხორციელებული ვანდალური აქციის, ბუდის ისტორიული მონუმენტის დანგრევითა და მთლიანად მოსპობით, თალიბებმა მთელი საერთაშორისო საზოგადოება გადაიკიდეს.

ავღანეთში თალიბებს ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ისინი საბჭოთა კავშირს ებრძოდნენ და ის დაამარცხეს. ბოლო რვა წელია, რაც ამერიკელებს და ნატო- ჯარებს ებრძვიან და ამ ხნის განმავლობაში ისინი სულ უფრო გაძლიერდნენ.

 თალიბებს პუშტუნების, ყველაზე მრვალრიცხოვანი ტომის მხარდაჭერაც ეხმარებათ, რომლებიც ავღანეთში მთავარ ძალას წარმოადგენენ. და მაინც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიამეზობელ პაკისტანში თალიბებს ძლიერი გავლენა ქვთ.
აღსანიშნავია, რომ თალიბების  დამფინანსებელი უსამა ბენ ლადენი იყო.   ბენ ლადენი თალიბების მოკავშირეებს შორის 1994-95 წლებში გამოჩნდა.
სწორედ ბინ ლადენის სახელ სუკავშირდება 2001 წლის  11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული ტერაქტი. ამიტომაც ტრაგედიის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ თალიბებს ულტიმატუმი წაუყენა. იმ შემხთვევაში, თუ თალიბები ამერიკას არ გადასცემენ უსამა ბენ ლადენს, ისინი ავღანეთის წინააღმდეგ საომარ ოპერაციას განახორციელებენ.
რა თქმა უნდა, უსამა ბენ ლადენი ამერიკის ხელისუფლებას არ გადასცეს. ამიტომაც შეერთებულმა შტატებმა თალიბებზე თავდასხმა განახორციელა.

ერთ–ერთი ამოცანა, რის გამოც ამერიკული შენაერთები 2001 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ, იყო ქვეყნის დემოკრატიზაცია და ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის დამხობა, ხოლო მათ ადგილას პროამერიკული ხელისუფლების დასმა. თუმცა, ამერიკა თალიბანის განადგურებას უკვე დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობ.
 ამერიკილებთან ბრძოლაში თალიბანს თავიდანვე რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა, რასაც დღესაც წარმატებით იყენებს. პირველ რიგში, თალიბებს დასაყრდენი აქვთ ავღანეთის პუშტუნ მოსახლეობაში, რომელიც ქვეყანაში უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს.
ასევე, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის სახელმწიფო სამხედრო შენაერთების ყოფილი წარმომადგენლები არიან და კარგად იცნობენ ქვეყნის ტერიტორიას, ასევე ამ ტერიტორიაზე ბრძოლის წარმოების უკვე კარგად გამოცდილ მეთოდებს, რაც მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს.
ასე რომ, ამერიკის ბრძოლა თალიბანის ხელისუფლების დამხობისთვის დღემდე უშედეგოდ რჩება.

თამთა ჯიჯავაძე
http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d4/Button_hide.png



4 comments:

  1. ჰმმმ....ესეგი...რა ხდება....თალიბები..(და არა მარტო...მანდ ალქაიდა და კიდევ ბევრი დაჯგუფებაა) საკმაოდ კარგი მებრძოლები არიან...თუმცა საინტერესო ფაქტია ისიც რომ ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონ დოლარზე მეტი ტალიბებს კოალიციის რამდენიმე მეტაურისთვის ააქვს გადახდილი. მაგალითისთვის სულ ბოლო ამბავი რაც გახმაურდა ეს იტალიელების ცნობილი სკანდალი იყო...თანხა არ მახოვს რამდენზე იყო საუბარი.

    ReplyDelete
  2. ავღანეთი ლეგენდების ქვეყანაა...ყველა ისტორია რაღაცა ლეგენდას უკავშირდება..ხოდა სწორედ ერთერთი ასეთი ლეგენდის თანახმად პუშტუნური ტომის ბელადმა სავაჭრო ქარავანი დააყაჩაღა რომელიც ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა...რის გამოც ის ისლამური სკოლების(მედრესეების) სტუდენტებმა დასაჯეს.სწორედ ამ დროს შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია "თალიბანი"
    აი მერე კი შეუბერეს და რაც მოყევი ის ქნეს...:))))
    არ გისწორებ თამთა....ჯასთ გამახსენდა...! :)))

    ReplyDelete
  3. ჰეჰეჰე, ძალის უძლურება. რა ქნან ამ ამერიკელებმა, ამერიკელები არიან და თავში ერთი მასტერკა ტვინი არ უდევთ, როგორც ფელიქს დესუზა იტყოდა ხოლმე. :)

    ReplyDelete
  4. აი ერთი საინტერესო ფოტო.....
    http://www.flickr.com/photos/wilsnod/68772733/

    ჩვენი ზბიგნევი და ჩვენი უსამა! :))) 1981 წელი.

    ReplyDelete