Monday, November 8, 2010

ისრაელი–პალესტინის დაუსრულებელი კონფლიქტი

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1947 წლის 29 ნოემბერს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო ებრაული და არაბული სახელმწიფოები პალესტინის ტერიტორიაზე, არაბული სამყაროს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 1948 წლის 14 მაისს გამოცხადდა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. _ მას მერე არაბულ სამყაროს მოსვენება დაეკარგა. ასე გაჩნდა ცივი ომის პერიოდში კიდევ ერთი თეთრი წერტილი, სახელად, ღაზას სექტორი.

მოკლედ რა ხდება... გადავაქოთე მთელი ინტერნეტ–სამყარო და რაც ვიპოვე ისრაელ–პალესტინის ამბებზე, ყველაფერი აქ დავალაგე. ეს იმხელა ისტორიაა, თითოეულ ომზე ცალ–ცალკე პოსტი კი არა, წიგნი დაიწერება (ალბათ დაწერილა კიდეც, მაგრამ არ წამიკითხავს და არ გამიგია), ჰოდა იყოს, თუ ოდესმე ვინმე "ისრაელი–პალესტინას" დაგუგლავს და ეს პოსტი ამოუხტება, გამიხარდება :P მააააშ ასე: 1948 წლის 14 მაისი. პალესტინის დიდი თავისტკივილი ამ დღიდან იწყება:

ომი №1: 1948 წ. ისრაელი-არაბული სამყარო 

ამ ომში ფაქტობრივად მთელი არაბული სამყარო ისრაელის წინააღმდეგ იბრძოდა. ეს იყო ეგვიპტე, სირია, ლიბანი, ერაყი, საუდის არაბეთი, იემენი, იორდანია და ორი პალესტინური არმია. ისრაელზე დარტყმა განხორციელდა ყველა მხრიდან, ეს ომი ისრაელის სრული გამარჯვებით დამთავრდა, ბრძოლაში მოკვდა ორი არაბი მთავარსარდალი ალ ქადირ ალ ჰუსეინი და ჰასან სალამა, თუ რას წარმოადგენდნენ ეს პიროვნებები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში…ამის შემდეგ იყო ისრაელის მიღება გაეროში და ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფოს შექმნა.

ომი №2: 1956 წ. სუეცის კრიზისი -

ამ ომში ეგვიპტის წინააღმდეგ იბრძოდა ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი. სამხედრო გამარჯვება ამ ომში ცხადია ისრაელს და მის მოკავშირეებს დარჩათ, თუმცა პოლიტიკურად გამარჯვებული ეგვიპტე გამოვიდა. სამხედრო წარმატების შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების პირობით ინგლისურმა და ფრანგულმა სამხედრო ძალამ დატოვა ეგვიპტე და ჩანაცვლდა კოლუმბიური და დანიური სამშიდობოებით. ცოტა ხნის შემდეგ ტერიტორია დატოვა ისრაელის ჯარმაც.


ომი №3: 1967 წ. “6 დღიანი ომი”

ისრაელის წინააღმდეგ ამჯერად ეგვიპტე, ერაყი, სირია და იორდანია იბრძვის. არაბულ ქვეყნებს დახმარებას უწევს საბჭოთა კავშირი. არაბების შეიარაღება იყო დაახლოებით 550 000 ჯარისკაცი, 1000მდე ბომბდამშენი, 2500 ტანკი. ისრაელის შეიარაღება 250 000 ჯარისკაცი, 300 ბომბდამშენი, 800 ტანკი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეგვიპტის შეიარაღება უახლესი საბჭოთა ავიაცია. ომის დასრულების შემდეგ ისრაელი მთლიანად აკონტროლებდა სუეცის ყურის აღმოსავლეთ სანაპიროს. არაბთა დანაკარგები იყო 22 000 ჯარისკაცი გარდაცვლილი და 400 ბომბდამშენი. ისრაელის დანაკარგები იყო 800 ჯარისკაცი და 46 თვითმფრინავი. პოლიტიკური და სამხედრო გამარჯვება ისრაელის სინაის ნახევარკუნძული დაიკავა ისრაელმა და ღაზას სექტორი მთლიანად.

ომი №4: 1967-70 წ. ომი ეგვიპტესა და ისრაელს შორის. 

ეგვიპტეს დამხმარედ ყავდა 15 000 საბჭოთა ინსტრუქტორი-მრჩეველი. ეს იყო შემზადება იმ დიდი ომისთვის რაც მოხდა 1973 წელს. ამ ომის შემდეგ ეგვიპტელებიც და ებრაელებიც ორივე თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა :D დანაკარგები: ეგვიპტელების მხრიდან 5000 დაღუპული და 100ზე მეტი თვითმფრინავი დაკარგული, 3 საბჭოთა პილოტი მოკლული. ისრაელის მხრიდან 1500 ჯარისკაცი დაღუპული და 15 თვითმფრინავი დაკარგული.

ომი №5 1973 წ. განკითხვის დღის ომი -

საბჭოთა კაშირმა კიდევ ერთხელ გააერთიანა არაბული ქვეყნები ისრაელის გასანადგურებლად. ისევ ეგვიპტე, სირია და ერაყი. მარტო ეგვიპტელებს 800 000 ჯარისკაცი ყავდათ. საერთო ჯამში არაბებს ყავდათ 1 000 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 4000მდე ტანკი, 2000 ერთეული არტილერია, 1000მდე საფრენი აპარატი ვერტმფრენი და თვითმფრინავი, ეგვიპტე უახლესი საბჭოთა ავიაციით იყო მომარაგებული. აგრეთვე მის განკარგულებაში იყო 150–მდე საზღვაო ტექნიკა. ისრაელის ძალას რაც შეეხება, ეს იყო 400 000 ჯარისკაცი, 2500მდე ტანკი, 1000მდე არტილერია, 600ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 40 საზღვაო ტექნიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ომს სერიოზული ტერიტორიული ცვლილებები არ მოჰყოლია, დანაკარგების მხრივ, არაბულმა ქვეყნებმა ლამის რეკორდი მოხსნეს. მათ შორის კი ეგვიპტემ, რომლის 15 000 ჯარისკაცი დაიღუპა! ომი დასრულდა ჟენევის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და მხარეები დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე.

ომი №6: 1982 წ. ლიბანის ომი -

ისრაელის და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ ამ ომში იბრძოდნენ სირია და ისლამური ძალები. ისრაელის მხარეს იბრძოდა დასავლეთ ლიბანის არმია, ლიბანის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. ამ ომის შედეგად ისრაელმა მოახდინა სამხრეთ ლიბანის ოკუპაცია და იქ ადგილობრივ ტერორისტულ დაჯგუფებას ჰესბოლას დაუპირისპირდა.

ომი №7: 2006 წ. ლიბანის მეორე ომი -

ისრაელი აქ მარტო იბრძვის რამდენიმე ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ: ჰესბოლა, ლიბანის კომუნისტური პარტია, Amal Movement და General Command. 700-800 ტერორისტი იქნა განადგურებული, 120 ებრაელი სამხედრო დაიღუპა.

სწორედ ეს გახლავთ ისრაელის თავდაცვით არმია. დღევანდელი ცაჰალი, რომელიც 1948 წლიდან დღემდე კარგად ჩამოყალიბებულ, უახლესი სამხედრო ტექნიკით აღჭურვილ არმიად გადაიქცა. ცაჰალმა შეძლო და ყველა სამხედრო ოპერაცია მასზე გაცილებით დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა.

დღესდღეობით ისრაელის არმიაში მსახურობს 175 000 ადამიანზე მეტი. მსოფლიოს დანარჩენ არმიებისგან გამოიყოფა იმით, რომ ქალებსაც ეკისრებათ ჯარში მსახურობის ვალდებულობა - 175 000 სამხედრო მოსამსახურიდან 37 000 ქალბატონია. დღესდღეობით ისრაელი თითქმის ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკას აწარმოებს.

ირინა ალიაშვილი

No comments:

Post a Comment