ჯიპაში მოსულ ერთ–ერთ სტუმართან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნა ძალიან რთულია. სანამ იქამდე მიხვალ წინ დიდი გზაა გასავლელი. ადრე მეგონა, რომ ყველა ჯარისკაცი გაუნათლებელი იყო და რომ სამხედრო სამსახურში მხოლოდ ისეთი ადამიანები მიდიოდნენ, ვისაც განათლება არ ჰქონდათ. ჩვენმა სტუმარმა თადარიგის ვიცე–პოლკონვიკმა ზურა აგლაძემ ეს ეჭვები გაგვიფანტა.
მან ერთი საათის განმავლობაში მედიასა და სამხედრო სამსახურს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. აგვიხსნა, რომ სამხედრო სამსახურში ძალიან ბევრი ინფორმაციის გამხელა არ შეიძლება. ეს ისევ საზოგადოების კეთილდღეობისთვის ხდება, რასაც ბევრი ჟურნალისტი აპროტესტებს. მათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რომ არ აქვთ ყველა ინფორმაციის გავრცელების უფლება და ჯიუტად მოითხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას.
ხშირად მედიის წარმომადგენლებს არ ესმით, რომ სამხედრო პირს არ შეუძლია ისეთი ინფორმაციის გამხელა,რაც შეიარაღებული ძალების საიდუმლოებას წარმოადგენს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იარაღსა და ჯანვშან ტექნიკასთან. თუ სად ინახება აღჭურვილობა. ომის დროს საიდან სად გადაადგილდებიან შეიარაღებული ქვედანაყოფები და ა.შ. ეს არის ყველაზე უხეში მაგალითები, რის გამხელასაც ჟურნალისტები სამხედრო პისიგან მოითხოვენ.
ჟურნალისტები ხანდახან ამას ვერ აცნობიერებენ. თუმცა, ეს მთლად მაგათი ბრალიც არაა. საქართველოში ზოგადად ჭირს ინფორმაციის მიღება ყველა დაწესებულებაში. შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ როცა სამხედრო პირი ეუბნება ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთო, უკვირთ და ეჭვის თვალით უყურებენ.
ზურა აგლაძემ მოგვიყვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯარისკაცის მომზადება. სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში ჯარისკაცებს წვრთნიან ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, ისინი უნდა იყვნენ გამძლეები და არ უნდა შეშინდნენ მკვდარის, დაჭრილის დანახვისას. უნდა იყვნენ გონებამახვილნი და ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას მათ სფეროში.
ყველას ეგონა, რომ ჯარისკაცს მთავარია ძალა ჰქონდეს, მეტი არ სჭირდებაო, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ჩვენს სტუმარს სამხედრო განათლება სხვადასხვა კუთხით საზღვარგარეთ აქვს მიღებული. ამიტომაც მიაღწია ისეთ მაღალ თანამდებობას, როგორიც ვიცე–პოლკოვნიკობაა.
მასთან შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ზურა აგლაძისნაირი თუ იქნება ქართულ ჯარში ნახევარი მაინც, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს პროფესიონალი ჯარი ჰყავს.
თამთა ჯიჯავაძე
No comments:
Post a Comment