Friday, November 12, 2010

ქართული ბატალიონი ერაყში

                                             
‘’ბრინჯაოს ვარსკვლავი’’აშშ- სამხედრო მედალი, აშშ- შეიარაღებული ძალების მნიშვნელობით მეოთხე ჯილდო -  გამოჩენილი მიღწევისთვის და მამაცობისთვის. ეს ჯილდო  2006 წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმზე აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა ჯონ  ტეფტმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით  შავნაბადას ბატალიონის ყოფილ მეთაურს, გიორგი შენგელიას გადასცა.
მან 2001 წელს  კენედის სახელობის სპეციალური ბრძოლების სკოლა დაამთავრა,სპეცდანიშნულების ოფიცრის საკვალიფიკაციო კურსი (მწვანე ბერეტი)
გიორგი შენგელია 113-ე შავნაბადას მეთაური იყო.ეს ბატალიონი 2005 წელს ერაყში სამშვიდობო მისიით გაიგზავნა, რომელიც ბაღდათში, სადამ ჰუსეინის ყოფილ სასახლეში იყო განლაგებული. 
გიორგი 300 კაციან ქვედანაყოფს მეთაურობდა.მათი ძირითადი მიზანი გარკვეული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.
მთელი ლექციის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებოდი ამ ადამიანს. მან საკმაოდ მშვიდი სახით ერაყში გადაღებული ფოტოები გვაჩვენა. ჩვენ კამიკაძე შახიდების თუ პატარა ბავშვების სისხლიანი სახეების შემდეგ ემოციებს ვერ ვიკავებდით.  სულ მაინტერესებს მაგრამ, ვერ ვხვდები რა აქვს ომს ისეთი რაც 3 წელი დაძაბულ და უცხო გარემოში გაგაძლებინებს, შემდეგ ცოცხალი გადარჩები და მაინც გაქვს სურვილი კიდევ იმსახურო ჯარში.
გიორგიმ გვითხრა, რომ ჩვენი პროფესიის და მუდმივი დაძაბულობის  შესაბამისად მომზადებულები უნდა ვიყოთ ომში წასასვლელად. თან რამოდენიმე რჩევა მოგვცა, როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ტყვეობაში აღმოვჩნდით.
1არ ჩავიცვათ გამომწვევად. (რადგან არ ვიყოთ შესამჩნევები)
 2. ვთქვათ, და არ დავმალოთ რაც ვიცით (გადარჩენის უფრო დიდი შანსია)
3. დავლიოთ ბევრი წყალი(სტრესულ მდგომარეობას ხსნის)
4. გვქონდეს დროის განცდა(რომ არ გავტყდეთ შინაგანად)
5. არასდროს არაფერი შევპირდეთ გამტაცებელს(ეს შეიძლება ჩვენს საპირისპიროდ შემოტრიალდეს)
გიორგიმ გვირჩია ჯერ  რუკას დავხედოთ და შეძლებისდაგვარად შევისწავლოთ ის ადგილი, სადაც  მოგვიწევს წასვლა.  ასევე ვიცოდეთ კომპასის ხმარება. უმჯობესია მანქანის ბილიკზე ვიაროთ,  ეს ბევრად უსაფრთხოა.  დასასვენებლად ხის ქვეშ არ ჩამოვჯდეთ, რადგან ყველაზე ხშირად, სწორედ იქ ხდება ნაღმის დადება.
მან ცოტა ერაყელ ხალხზეც მოგვიყვა. თუ სტუმრად დაგპატიჯეს არ უნდა შეგეშინდეს და მიირთვა ყველაფერი (ძირითადად ცხვრის ხორცი აქვთ) რადგან, თუ შენი მოკვლა უნდათ ისედაც მოგკლავენ. ქალებს არ უნდა გამოესარჩლო, ნუ შორიდან მისალმება შეგიძლია. ბაღდათში სადაც 12მლნ ადამიანი ცხოვრობს ალკოჰოლს არავინ არ სვამს.  ძალიან მცირე მათგანმა შეიძლება ცოტა ლუდი მიირთვას. უყვართ ზიზილ-პიპილოები. მანქანები სულ ცხვრის ბეწვით აქვთ მორთული.
ბატალიონის მეთაური გიორგი შენგელია ყელსახვევებზეც გვესაუბრა.  1წითელი-ნიშნავს რომ შენ ხარ სუიტი. 2 შავი ფერის-შენ ხარ შიიტი და თეთრი ნიშნავს რომ არ ხარ მექაში ნამყოფი. ბევრად უსაფრთხოა თუ შავი ყელსახვევი გაქვს, რადგან შიიტები  ბევრნი არიან და შესა
ბამისად, უფრო დაცულად გრძნობ თავს.
2006 წელს გიორგი შენგელია საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. გიორგის დიდი სურვილი აქვს კვლავ იმსახუროს ჯარში. ‘’ჯარისკაცობა ჩემს სულშია, როცა ფორმას ვიცვამ სრულიად ვიცვლები, თქვენ ვერ მიხვდებით’’ გაურკვეველია რატომ ხდება ასე. როგორც მე ვიცი ძალიან ბევრი ასეთი დამსახურებული და პროფესიონალი ადამიანი დათხოვილია ჯარიდან.ძირითადად უმიზეზოდ და იმ პირობით რომ მათ კვლავ აუცილებლად მიიწვევენ ჯარში.

                                                                          ანი ჯეირანიშვილი

No comments:

Post a Comment