"–ესეც სამხედროა?" გადავუჩურჩულე გაოცებულმა ეკას, როცა ლექციაზე შევედი. მწვანებერეტიანი აღმოჩნდა. გიორგი შენგელია, რომლისნაირიც თურმე საქართველოს მხოლოდ ორი ჰყავს. თვითონ კი შავნაბადას მთელი ბატალიონი ებარა. ხომ არის ხალხი, რომელიც რაღაც პერიოდს გამოცდის ჯარში, თავისთვის პატიოსნად იმსახურებს, მერე მშვიდად დაიხურავს ქუდს და წამოვა სახლში, ჩაჯდება ოჯახში და დატკბება რუტინული იდილიით. ეს არა. ტიპს თვალები უბრწყინავდა, ჯარზე და ომზე რომ ლაპარაკობდა. სიკვდილსა და აფეთქებებზეც ისევე მშვიდად გვესაუბრა, როგორი სიმშვიდითაც მანამდე აფეთქებული შაჰიდისქამრიანი ერაყელები გვანახა. უფრო სწორედ, რაც ამ ერაყელებისგან დარჩა. (ზოგისგან ტერფი, ზოგისგან თავი და ა.შ.)
არაბული სამყარო ჩემთვის დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება. სულ მაინტერესებს რატომ არ აწყობენ ამბოხს ქალები, რატომ თვლიან უცხოელებს არანორმალურებად და რა განსხვავებაა წითელ და შავ "არაფატკებს" შორის. ეს ყველაფერი ახსენა. თურმე ქალებს შარვლით ჰიბრიდებად თვლიან, მანქანებში ათასი ჭინჭილი უკიდიათ, კერძებს ცხვრის ხორცისგან ამზადებენ, კიდევ სადამ ჰუსეინი ჰყავდათ მეთაურად ცოტა ხნის წინ. (P.S. ეს კი არაფერშუაშია, მაგრამ მაინც ვიტყვი: რამდენიმე დღის წინ ლიტერატურულში ერთ წიგნს წავაწყდი. აღარ მახსოვს რა ჰქვია, მაგრამ ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალის დაწერილია. აღწერს ავღანელი შაჰის ოჯახს და მათთან გატარებულ ერთ წელიწადს. ისე შევყევი კითხვას დაქალებიც დამავიწყდა და იმათი კითხვებიც. ძალიან საინტერესო რამე იყო. მეც მომინდა მსგავსი რამის დაწერა. მაგრამ სანამ დავწერ წიგნის ფული უნდა შევაგროვო. 11 ლარი ღირდა მგონი :S ტვინი კი წავიღე მაგ წიგნზე ლაპარაკით, მაგრამ მაინც:P) მოკლედ, თუ ამერიკისთვის ნავთობის დიდი მარაგია, ეს ქვეყნები ჩემთვის ეგზოტიკაა.
მერე სერჟანტსა და ჯარისკაცების ურთიერთობებზე ვილაპარაკეთ. თავისი მაგალითებიც მოგვიყვა. საუბარი, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც გადაწვდა. თემას, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს. ან მხოლოდ იმ კუთხით მაინტერესებს, თუ მაინცდამაინც გვერდს ვერ ავუვლი. არადა, პრინციპში რუსეთ–საქართველოს ომის დეტალებზე ლაყბობას ისევ ერაყზე გველაპარაკა მერჩივნა, მაგრამ ვინ გისმენს. საქართველო და მისი "ბეცი პრეზიდენტი" ამოუწურავი რესურსია ჩვენს კლასში. :D
P.P.S.ერთი ლექციაც და ეს კურსი დამთავრდება. ორ ყველაზე საინტერესო ლექციაზე მისვლა ვერ მოვახერხე მაინცდამაინც. :(
ირინა ალიაშვილი
No comments:
Post a Comment