Saturday, December 18, 2010

მოდელირებული ტყვეობა

 რომ არა ჩვენი სამხედრო ჟურნალისტიკის ლექტორი, გიორგი ცხვიტავა, ალბათ არც არასოდეს მექნებოდა საშუალება სტრაიკბოლი მეთამაშა.
 ძალიან მინდოდა სათამაშოდ წასვლა, მაგრამ  ძალიან ვნერვიულობდი  და მეშინოდა კიდეც, რადგან ვიცოდი, რომ წინა წასვლაზე ბავშვები დაშავდნენ, ზოგს სახეზე მოხვდა ტყვია, ზოგმა კიდევ ფეხი იტკინა. ისე, ვიცოდი, რომ არ წავსულიყავი, აუცილებლად ვინანებდი...
 მოკლედ სანამ მუხათწყაროში ავიდოდთ, ლექტორი და ჩვენი წინამძღოლები გვაფრთხილებდნენ, რომ დამცავი სათვალეები იქ ყოფნის პერიოდში საერთოდ არ მოგვეხსნა, რადგან თვალში ტყვიის მოხვედრას, სავარაუდოდ მხედველობის ორგანოს დაკარგვა მოჰყვებოდა.  ამან უფრო შემაშინა, რადგან, ერთადერთი მონაწილე ვიყავი, ვისაც დამცავი სათვალე არ ეკეთა. ვფიქრობდი, ღმერთო გადამარჩინე და თვალში ან კბილებში  არ მომხვდეს მეთქი. 
როგორც იქნა მივაღწიეთ ე.წ. “კონფლიქტის რეგიონს” და თამაშიც დაიწყო... 
რეგიონში შესვლამდე „ბლოკ–პოსტი გავიარეთ,  სამხედროებმა შეგვამოწმეს და ტერიტორიაზე შეგვიშვეს.  სამარშუტო ტაქსი, რომელშიც ჩვენ ვისხედით, ბლოკ–პოსტის გავლის შემდეგ ნელა მოძრაობდა, ჩვენ კი ფანჯრებიდან ოკუპირებულ ტერიტორიას ვათვალიერებდით.
 მოულოდნელად წინ რაღაც აფეთქდა, სროლაც ატყდა, ყველაფერი კვამლში გაეხვა. მოცვივდნენ ჯარისკაცის ფორმბში გამოწყობილი ტეორირსტები და სამარშუტო ტაქსიდან ჩასვლა გვიბრძანეს. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მეგონა მართლა სადაც ომში და უბედურებაში მოვხვდი.
 “ხელები უკან”, “ყველანი ჩამოდით” გვიყვიროდნენ ე.წ. ტერორისტები. რა თქმა უნდა, ჩავედით. აბა ტყვიის მოხვედრას ისევ ჩასვლა მერჩივნა.
 თავზე “კაპიშონი” მეფარა და გვერდით რა ხდებოდა ვერაფერს ვხედავდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე რომ დაფიქრებაც ვერ მოვასწარი. ხელებშეკრულ 6 ჟურნალისტ და ჩვენ დამცველ სირბილით ტყეში ჩამავალ ბილიკზე მიგვარბენინებდნენ, თან  მთელი სისწრაფით.
 როგორც იქნა, მივაღწიეთ პატარა დასახლებას, სადაც ძირითადად მიტოვებული და ნახევრად აშენებული სახლები იდგა. ე.წ. ტერორისტები სამ სახლში იყვნენ გამაგრებულნი (ეგ მე რამდენიც შევნიშნე), ოთხი ჟურნალისტი ერთ–ერთი სახლის მეორე სართულზე აღმოვჩნდით.
 ჩვენ ტყვეები ვიყავით. ისინი ჩეჩენი ტერორისტები.
 სროლით გვემუქრებოდნენ და გვაფრთხილებდნენ ჭკუით მოვქცეულიყავით, თორემ ყველას დაგვხოცავდნენ.
 ცოტა აზრზე რომ მოვედი და გავაცნობიერე, რომ მართლა ტყვეობაში არ ვიყავი და ეს ყველაფერი თამაში იყო,  მივხვდი, რომ უკან შეკრულ ხელებზე თოკი იმდენად მქონდა გადაჭერილი, რომ ხელებს ვეღარ ვგრძნობდი.
 როცა სიტუაცია დაწყნარდა და ე.წ. ტერორისტები აღარ ყვიროდნენ და აღარ გვემუქრებოდნენ, ვთხოვე მათ თოკი ოდნავ შეეხსნათ. ერთ–ერთმა მკითხა, გინდა მართლა შეგხსნაო? კი მეთქი. მოვიდა და უფრო მაგრად მომიჭირა. ვითომ გამეხუმრა. J
 მერე მეორე ტერორისტი მოვიდა და სულ მომხსნა თოკი, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა ტყვესთან ერთად ხელბორკილი დამადო. რის შედეგადაც, მე და ის გოგო ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვექანებოდით.
 მაშინ ვიფიქრე, ნეტა ფოტოაპარატი ან ვიდეო–კამერა მქონოდა მეთქი. ერთ–ერთ ტყვეს, ირინკას რომ ჰქონდა, იმიტომ გაუხსნეს ორივე ხელი J
 ტყვედ დაახლოებით საათნახევარი ვიყავით. ველოდებოდით როდის მოვიდოდნენ ჩვენს გასათავისუფლებლად, მაგრამ ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა. იმ სახლის პატრონი ამოვიდა, სადაც ტერორისტების ნაწილი იყო „გამაგრებული“.
 და აქ დასრულდა ჩვენი თამაში...
 შემდეგ კი გავაგრძელეთ, მაგრამ ტყვეების სტატუსი აღარ გვქონდა და იმდენად საინტერესო აღარც ყოფილა...
 მაგრამ თავიდან იმდენად ეფექტური იყო, იმდენად რომ ლამის დავიყვირე „დედაააა მიშველე“– მეთქი J
 სახლში მშვიდობით, ცოცხლად დაბრუნების შემდედგ ემოციები დიდხანს გამყვა.
 სხვათაშორის, ამ მოდელირებული ტყვეობაში მონაწილეობით რაღაც–რაღაცეები  ვისწავლე.
 ყოველშემთხვევაში, აწი ტყვედ მართლა რომ  ჩავვარდე, ისეთ პანიკაში აღარ ჩავვარდები ალბათ, როგორშიც ადრე შეიძლებოდა ჩავვარდნილიყავი....

თამთა ჯიჯავაძე

Monday, November 15, 2010

ჟურნალისტები თამაშობენომობანას


გვანცა გორდეზიანი


გიორგი ცხვიტავა:  ჯიპას სტუდენტების საყურადღებოდ! – კვირას 31 ოქტომბერს 10.30 ვიკრიბებით დელისის მეტროსთან,  საიდანაც 11.00 გავდივართ ველზე. დიდი გნიასი გველის, კედებით არ წამოხვიდეთ, წყალი ერთიორი ბოთლი, საწვიმარი და დამცავი სათვალე თან გქონდეთ. გავდივართ ამინდის მიუხედავად. დაახლოებით 16.00–17.00 დავბრუნდებით.

     
30 ოქტომბერს მთელი დღე ღელვასა და შფოთვაში გავატარე, მეორე დილით  GIPA- Jურნალისტები გიორგი ცხვიტავასპოლიგონზემივყავდით. არადა ისეთი ქარი და წვიმა იყო, მეგონა ჩამოიქცეოდა ცა და ჩემი მღელვარების მიზეზიც სწორედ ეს იყო, მაგრამ გათენდა დილა  და ისეთი მშვენიერი, მზიანი დარი დადგა, უკეთესს ვერ ინატრებდა ადამიანიპოლიგონზეგასასვლელად.
      ზოგადად დაბნეული ადამიანი ვარ და ყოველთვის რაღაც მავიწყდება (მესმის, რომ საშინელი თვისებაა ჟურნალისტისთვის), ამიტომ ამ დილითაც დანიშნული ადგილის ნაცვლად, (სადაც გიორგი გველოდებოდა), კარგა ხნის  ძებნის შემდეგ, პირდაპირ სტრაიკ-ბოლის მაღაზიასთან აღმოვჩნდი. თუმცა იქ რა ხდებოდა უკვე კარგად ვეღარ გავერკვიე, უამრავი სამხედროს ფორმაში ჩაცმული ბიჭი დარბოდა იარაღით ხელში (მინდა გითხრათ ისინიც საკმაოდ აჟიტირებულები იყვნენ), ზოგი ტყვიებს ყიდულობდა, ზოგი სასმელს იმარაგებდა და .. ვუარე, ვუარე გარშემო და არავინ რომ არ შემიმჩნია, ბოლოს ძალიან მორიდებით ვკითხე : “თქვენ მიდიხართ პოლიგონზე?” და როდესაც რამდენიმემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, პასუხი აღარ დავაყოვნე: “ესე იგი ჩვენც თქვენთან ერთად მოვდივართ.” როცა ყველა შემოგვიერთდა, ჩვენ გავემგზავრეთ კიკეთისკენ.
      წელიწადის ამ დროს საოცარი სილამაზეა ტყეში, თუმცა ცოტა ციოდა, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდა თითო-თითო ჭიქა არყის დალევის შედეგად. ამის მერე დაიწყოთამაში”. მაგრამ მალე დამავიწყდა, რომ ეს თამაში იყო, ჩემი თავი მართლა ისუმწეოჟურნალისტი მეგონა, რომელიც, ყველაზე დაუნდობელმა და ვერაგმა მტერმა მძევლად აიყვანა. თუმცა არც ასე რთულად აღმოჩნდა საქმე.  ის ოთხი ჟურნალისტი, რომლებიც თავიდანვე დაგვატყვევეს, ერთმანეთს დაგვაშორეს და ცალ-ცალკე გადაგვანაწილეს მებრძოლებმა. სულ ცოტა ხანში ისეთი ტყვიების ზუზუნი გაჩაღდა, თავი მართლა პალესტინა-ისრაელის ომში მეგონა. დროდადრო ბიჭები ყვიროდნენ: “მომხვდა ტყვია, გავდივარ თამაშიდან.” ჩემი ეგრედ წოდებული ზედამხედველი ყოველგვარი გადამეტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად მექცეოდა, იმდენად კარგად, რომ მალე დავმეგობრდით კიდეც, ის თან მტრებს იგერიებდა, თან მე მათვლევინებდა რამდენი მათგანი გამოასალმა სიცოცხლეს, ბოლოს კი მითხრა, ეხლა შენი რიგიც დადგა, აიღე იარაღი ხელში და როგორც კი ფანჯარასთან ვინმე გამოჩნდება ეგრევე დაუმიზნე და ესროლეო. მეც სულ დამავიწყდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი (თანაც დატყვევებული),  მაშინვე საქმეს შევუდექი და ძალიანბედნიერადვასრულებდი ჩემს ახალ მოვალეობას. არ ვიცი რა, მაგრამ ამას აქვს რაღაც თავისი მომხიბვლელობა, ესეც თავისებური ადრენალინია და მეც საკმარისზე მეტად აზარტული ადამიანი ვარ. იმდენად შევედი ეშხში, რომ გადავწყვიტე,  პოლიგონზე თუ საშუალება მექნება, კიდევ ბევრჯერ წამოვალ თქო. ბევრი ჩემი კოლეგა დაზარალდა, რადგან ტყვიები მოხვდათ, ეს ტყვიები ნამდვილი არაა, მაგრამ როგორც ამბობენ, საკმაოდ მწარეა. კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ანი და ნინო ხევში დაგორდნენ, ერთმა ხელი იტკინა, მეორემ ფეხი, მაგრამ მაინც ყველა კარგ ხასიათზე იყო და წამოსვლა არ უნდოდა. მე უვნებელი გადავრჩი, ძალიან კი მიკვირს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ხიფათიანი ადამიანი ვარ მთელ დედამიწაზე. თავიდან მეგონა, მებრძოლებს ხელს ვუშლიდით ეს ამდენიგადარეულიგოგო, მაგრამ მგონი ისინიც უფრო გახალისდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული  მათგანი კარგი, მეგობრული და ყურადღებიანი ადამიანია.
      ყველა ჩვენი სამხედრო ჟურნალისტიკის გასვლითი შეხვედრა საინტერესოდ მეჩვენებოდა და მომწონდა, მაგრამ ამ დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, შეიძლება იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალი იყო ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდაომობანასთამაში და ამან სულ ცოტა ხნით ბავშვობაში დამაბრუნა, შეიძლება იმიტომ, რომ  კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რამდენად ვარ მზად ჟურნალისტობისთვის და იმ რთულ  სიტუაციებში მოსახვედრად, რომელიც ამ პროფესიას ახლავს თან. გიორგი მასწ, სულ მადლობას გიხდით ყველაფერზე და ალბათ უკვე დაგღალეთ, მაგრამ ამ დღისთვისაც  უნდა გითხრა კიდევ ერთი მადლობა და მერე თავს დაგანებებთ.)))))))))))

      მე კიდევ მინდაომობანასთამაში. თქვენ?